ფეხბურთი

13:52 | 3.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანი პსჟ-ში რჩება

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის ედინსონ კავანის ძმამ და ამავდროულად აგენტმა ვალტერმა ფეხბურთელის გარშემო ატეხილი ცნობები ფრანგული გრანდის დატოვებასთან დაკავშირებით უარყო.

“კავანიმ პსჟ-ს სთხოვა დამატებითი დასვენების დღეები, რათა ოჯახთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა. სწორედ ამიტომ შეუერთდა გვიან თავდამსხმელი პარიზელებს. მედიაში გავრცელებული ცნობები კი ჭორებია.” – განაცხადა ვალტერმა.

პსჟ-ს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები კავანი და ლავეცი გუნდს მაროკოში შეკრებაზე არ გაჰყვნენ. ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ევროპულმა მედიამ მათი კლუბიდან აბარგება ივარაუდა. ორივე ფეხბურთელი გუნდს უკვე დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121761