ფეხბურთი

14:05 | 29.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე მოედანს დაუბრუნდა

პორტუგალიის საფეხბურთო პრიმეირა დივიზიონში მოასპარეზე “ჟილ ვისენტეს” ქართველი ლეგიონერი ავთო ებრალიძე მოედანს დაუბრუნდა.

23 წლის ნახევრმცველს ბარძაყის ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და კვირას პორტუგალიის ლიგის თასზე ითამაშა. “ჟილ ვისენტე” სტუმრად “კოვილასთან” 1:2 დამარცხდა, ებრალიძე კი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.

პორტუგალიის ლიგის თასზე ამჟამად ჯგუფური ეტაპია და “ჟილ ვისენტე” “ბ” ჯგუფში ერთი ტურის მერე ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111101