სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:42 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” რაბატის ნაცვლად მარაქეშში ითამაშებს

“ფიფას” საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი “რეალსა” და “კრუს ასულს” შორის რაბატის ნაცვლად ქალაქ მარაქეშში გაიმართება.

“ფიფამ” ეს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ ქალაქ რაბატში წვიმამ მოედნის საფარი საგრძნობლად დააზიანა და იქ თამაში შეუძლებელი გახდა.

“რეალის” და “კრუს ასულის” ნახევარფინალური დაპირისპირება 16 დეკემბერს თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120386