საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და “გენკის” რიგებში სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ორშაბათს ვარჯიშზე მისული ოქრიაშვილი ბელგიური კლუბის ექიმებმა სახლში დააბრუნეს, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა ვარჯიშის საშუალებას არ აძლევდა. თუმცა, სერიოზული არაფერი აღმოჩნდა და ქართველიც თანაგუნდელებს შეუერთდა.
ბელგიის იუპილერ ლიგაში “გენკი” მე-18 ტურის მატჩს სტუმრად “გენტთან” 7 დეკემბერს ჩაატარებს.