“კლივლენდ კავალიერსმა” ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო. ბლატის შეგირდებმა გასვლით მატჩში “ნიუ იორკ ნიქსი” 90:87 დაამარცხეს. “კლივლენდი” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, 3 პერიოდის შემდეგ “კავალიერსი” 5 ქულით მარცხდებოდა. გადამწყვეტი მე-4 პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჯეიმსმა და მისმა თანაგუნდელებმა 22:14 მოიგეს. 90:87-ზე ბოლო წამებზე კარმელო ენტონიმ 3-ქულიანი გაუშვა მატჩის ოვერტაიმში გადასაყვანად, მაგრამ მელოს სიზუსტემ უმტყუნა. მატჩში საუკეთესო გახლდათ კაირი ირვინგი 37 ქულით. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 19 ქულა, 12 პასი და 5 მოხსნა შესძინა. “მეფემ” 11-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, 6-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 7-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა. “ნიუ იორკმა” ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, ამავე კონფერენციაში “კლივლენდ კავალიერსი” მეხუთე ადგილზეა.
“გოლდენ სტეიტმა” შინ “ნიუ ორლეან პელიკანსი” 112:85 გაანადგურა. კალიფორნიელებმა ზედიზედ 11 თამაში მოიგეს. “გოლდენ სტეიტმა” გუნდურად ითამაშა და 10 და მეტი ქულა 5 კალათბურთელმა მიითვალა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ “ნიუ ორლეანის” და ამერიკის ნაკრების ცენტრი ენტონი დევისი გახლდათ 30 ქულით და 15 მოხსნით. “გოლდენ სტეიტს” 16 მოგება და 2 წაგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება. “ნიუ ორლეანი” ამავე კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
“ნიუ იორკ ნიქსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 87:90 (24:25, 29:25, 20:18, 14:22)
“ნიუ იორკ ნიქსი”: ჰარდევეი (20 ქ.), სტაუდმაიერი (18 ქ. 9 მ.), ეისი (15 ქ. 6 მ.), ენტონი (9 ქ. 10 მ.), ჯ.რ. სმიტი (9 ქ.), დალემბერტი (6 ქ. 9 მ.), ლარკინი (5 ქ.), კალდერონი (3 ქ.), სმიტი (2 ქ.), შამპერტი (6 მ.).
“კლივლენდი”: ირვინგი (37 ქ.), ჯეიმსი (19 ქ. 5 მ. 12 პ.), ლავი (11 ქ. 11 მ.), ვარეჟაო (8 ქ.), უეიტერსი (6 ქ.), მერიონი (5 ქ. 6 მ.), ტომპსონი (2 ქ.), ჰარისი (2 ქ.).
https://www.youtube.com/watch?v=tkvaxt4iT1I
“პორტლენდი” – “ინდიანა” 88:82 (16:14, 22:19, 24:26, 26:23)
“პორტლენდი”: ლილარდი (23 ქ. 8 მ.), ოლდრიჯი (18 ქ. 13 მ.), ბატუმი (13 ქ. 5 მ. 5 პ.), მეტიუზი (12 ქ.), კამანი (6 ქ. 7 მ.), კრაბი (6 ქ.), ლოპესი (4 ქ. 7 მ.), ფრილენდი (4 ქ. 5 მ.), ბლეიკი (2 ქ.).
“ინდიანა”: სტაკი (16 ქ. 6 მ. 5 პ.), ჰილი (15 ქ. 8 მ.), უესტი (13 ქ. 8 მ.), სკოლა (10 ქ.), ჰიბერტი (9 ქ. 7 მ.), კოუპლენდი (5 ქ.), რუდეზი (5 ქ.), მაილსი (5 ქ.), უოტსონი (4 ქ.), მაინმი (10 მ.).
https://www.youtube.com/watch?v=TtMcW4FMMhA
“გოლდენ სტეიტი” – “ნიუ ორლეანი” 112:85 (22:28, 31:12, 27:26, 32:19)
“გოლდენ სტეიტი”: ტომპსონი (23 ქ. 5 პ.), კარი (19 ქ. 11 პ.), ბარნსი (17 ქ. 10 მ.), გრინი (14 ქ. 14 მ.), სპეიტსი (12 ქ. 6 მ.), ბოგუტი (8 ქ. 11 მ.), იგუდალა (6 ქ.), ბარბოსა (6 ქ.), ლივინგსტონი (4 ქ. 6 პ.), ჰოლიდეი (2 ქ.), ეზელი (1 ქ.).
“ნიუ ორლეანი”: დევისი (30 ქ. 15 მ.), ჰოლიდეი (12 ქ. 8 პ.), ევანსი (11 ქ. 5 პ.), აშიკი (9 ქ. 15 მ.), რივერსი (7 ქ.), ბაბიტი (5 ქ.), სალმონსი (5 ქ.), ანდერსონი (4 ქ.), კანინგემი (2 ქ.).
https://www.youtube.com/watch?v=VsROte6CB00