თორნიკე ოქრიაშვილმა სამშაბათს “გენკის” ვარჯიში გააცდინა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი hbvl.be იუწყება.
თუმცა, ამჯერად ამის მიზეზი უდისციპლინობა არ ყოფილა. უბრალოდ, ოქრიაშვილს ვარჯიშის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობამ არ მისცა და კლუბის სამედიცინო პერსონალმა ის სახლში დააბრუნა.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი წვრთნას ოთხშაბათს ან ხუთშაბათს განაახლებს.