სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:00 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიქტატორები და ფეხბურთი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მეოცე საუკუნემ კაცობრიობა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. ტექნიკურ-მატერიალური თვალსაზრისითაც უდიდესი ნახტომი გააკეთა წინა ასწლეულებთან შედარებით და ისტორიას უამრავი ისეთი ადამიანი შესძინა. რომელთა სახელს მოწიწებით ჩვენი შთამომავლები მომავალ საუკუნეებშიც მოიხსენიებენ. სამწუხაროდ, მეორე ათასწლეულის დასკვნით ეპოქას არც უბედურება დაჰკლებია, რომელთა ძირითადი გამომწვევი მიზეზი ავადმყოფურად პატივმოყვარე ხალხის ანუ მარტივად თუ ვიტყვით, დიქტატორების მიერ დამყარებული აგრესიული, ტოტალიტარული, რეპრესიული რეჟიმია. თუმცა, ამ პირსისხლიან მმართველებს “ადამიანური სისუსტებიც” ჰქონდათ და საამისო ერთ-ერთი გამოვლინება ფეხბურთი გახლავთ. მაგალითად ლავრენტი ბერია მოსკოვის “დინამოს” “ფანი” იყო და ეს გუნდი პავლოვიჩის ზეობის პერიოდში საბჭოთა იმპერიის საუკეთესო გუნდი გახლდათ. ადოლფ ჰიტლერი გელზენკირხენის “შალკეს” თამაშის მიმართ არ იყო გულგრილი, ხოლო ფეხბურთით ყველაზე მეტად “დაავადებულნი” ესპანეთისა და იტალიის დიქტატორები ფრანსისკო ფრანკო და ბენიტო მუსოლინი იყვნენ.

ფრანსისკო ფრანკო

ერთხელ ხანში შესულ კატალონელ ქალბატონს ჰკითხეს, ფეხბურთი არ გაინტერესებთ, მაგრამ “ბარსელონას” მიერ მადრიდის “რეალის” დამარცხება მაინც პატარა ბავშვივით გიხარიათ. რატომ? წელში მოხრილი და ნაოჭებისგან დაღარული სახის მოხუცს თვალები გაუფართოვდა და რიხიანად უპასუხა: “ფრანკო ჩვენ მამებს, ძმებსა და შვილებს კლავდა, მას კი “რეალი” უყვარდა”.

ესპანელთა კაუდილიო მართლაც გიჟდებოდა “რეალზე” და მისი მმართველობის პერიოდში (1939-75) მადრიდელებმა მართლაც ფენომენალურ შედეგს მიაღწიეს. საშინაო არენაზე მიღწეულ წარმატებებს თავი რომ დავანებოთ, კასტილიელებმა ხომ ექვსჯერ მოიპოვეს ჩემპიონთა თასი. ამბობენ, ფრანკომ ნებისმიერ მატჩის “რეალის” შემადგენლობა “ზეპირად” იცოდა და ორგანულად ვერ იტანდა “სეპარატისტულ “ბარსელონას”. ეს გასაგებიცა. მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 30-იან წლებში ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, კატალონია კი კარგა ხნის განმავლობაში ფრანკოსთვის აუღებელ ბასტიონად რჩებოდა. თანაც, წინააღმდეგობას სათავეში “ბარსას” პრეზიდენტი ხოსეპ სანიოლი ედგა.

ხელისუფლების უზურპირების შემდეგ ფრანკომ კატალონელთა ავტონომია (მასთან ერთად ენის ოფიციალური ხმარებაც) აკრძალა, მაგრამ “ბარსელონას” პირისაგან მიწისა აღგვა მაინც ვერ შეძლო. იმ დროს “კამპ ნოუ” კატალონელთათვის თავისუფლების ერთადერთი “კუნძული” გახლდათ. მარტო ამ სარბიელის ფარგლებში იყო შესაძლებელი ეროვნული დროშის აფრიალება და მშობლიურ ენაზე საუბარი. ერთ-ერთი მატჩის დროს კი პატრიოტებმა ფრანკოს გულის გასახეთქად ტრანსპარანტი “კატალონია ესპანეთი არაა” გამოფინეს ტრიბუნაზე.

ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გენერალ ფრანსისკო ფრანკოზე არაერთი “საფეხბურთო ანეკდოტი” შეითხზა. ერთხელ დიქტატორმა ქუჩაში ფეხშიშველა ბიჭუნა შენიშნა. ფრანკომ მანქანა გააჩერებინა, ბიჭთან მივიდა და ნებისმიერ საჩუქარს დაჰპირდა. “ორი ავტოგრაფი მომეცით, კაუდილიო”, - უპასუხა მოზარდმა. გენერალი დაინტერესდა, თუ რატომ ითხოვდა ბიჭი ორ ავტოგრაფს და დამამცირებელი პასუხიც მიიღო: “თქვენ მიერ ხელმოწერილ ორ ქაღალდს ალფრედო დი სტეფანოს ორ ავტოგრაფში გავცვლი”!

ფრანკოს რეჟიმის ზეობისას პოლიტიკა საფეხბურთო საქმეებში უხეშად და უაპელაციოდ არაერთხელ ჩარეულა. კონტინენტის 1960 წლის პირველობის მეოთხედფინალში ესპანელებმა სსრკ-ის დედაქალაქში ჩასვლაზე უარი ბოლო წუთს განაცხადეს (არადა, დი სტეფანოს სანახავად მოსკოვში ათეულობით ქართველი გულშემატკივარი გაემგზავრა) და დისკვალიფიკაციაც არ ასცდათ. თურმე, კომუნისტების მოძულე ფრანკოს თავისი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტ ალფონსო დე ლა ფუენტესთვის მოგების გარანტია მოუთხოვია და რადგანაც მოსკოვში გამარჯვებას არ დაჰპირდნენ, ფრანკომ რუსეთში გასაფრენად გამზადებული ესპანელთა ნაკრები მადრიდის აეროპორტიდან უკან გააბრუნა.

დიქტატორული ქვეყნების, ესპანეთისა და საბჭოთა კავშირის “საფეხბურთო ურთიერთობა” ამით არ ამოწურულა. ამ სახელმწიფოთა ნაკრებები ევროპის 1964 წლის პირველობის ფინალში ერთმანეთს მადრიდში დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკოს დასწრებით პირენელებმა უქართველებოდ მოთამაშე საკავშირო ნაკრებს 2:1 მოუგეს, რამაც კაუდილიოს ძალიან გაახარა, ხოლო კომუნისტური პარტიის ლიდერებმა ნაკრების მთავარ მწვრთნელს კონსტანტინ ბესკოვს დაუძინებელ იდეოლოგიურ მტერთან მარცხი არ აპატიეს და იმის ნაცვლად, კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მოპოვებისთვის დაეჯილდოებინათ, დაკავებული პოსტიდან მოხსნეს.

ბენიტო მუსოლინი

დღეს ბევრს გაუკვირდება, მაგრამ გასული საუკუნის 20-იან წლებში იტალიელი ფეხბურთელები ავსტრიელ და უნგრელ მოთამაშეებს ჩამორჩებოდნენ და იმპერიის მობურთალები აპენინელ კოლეგებს მედიდურად ზემოდან უცქერდნენ. მდგომარეობა რადიკალურად მალე, მომდევნო ათწლეულში შეიცვალა. ამის თავი და თავი კი ფაშისტი ბენიტო მუსოლინი გახლდათ, რომელმაც საკუთარ ხალხს ათასი უბედურება კი დაატეხა თავს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იტალია მძლავრ საფეხბურთო ქვეყნად აქცია. დუჩე მალე მიხვდა ფეხბურთს უდიდესი სოციალური მნიშვნელობა რომ ჰქონდა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას არ დაზარდა. თანაც, ხშირად მუსოლინი საფეხბურთო მატჩებზე ტრადიციული სამხედრო კიტელით კი არ ცხადდებოდა, არამედ ჩვეულებრივი მაისურათი წარსდგებოდა ტრიბუნების წინაშე. მძლავრი საინფორმაციო მანქანა ფეხბურთზეც მუშაობდა, რისი წყალობითაც ნახევარკუნძულის სტადიონები მუსოლინის მმართველობის ხანაში პირთამდე ივსებოდა, “სკუადრა აძურა” კი ორჯერ გახდა პლანეტის უძლიერესი ნაკრები.

დუჩე იტალიაში მსოფლიოს პირველობის ჩატარების იდეით იყო შეპყრობილი და საბოლოო მიზანს მეგობრის, ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოვანი მაურას მცდელობის შედეგად მიაღწია. ქვეყანამ 1934 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება დაიბევა და მუსოლინიმაც ბრძანება გასცა - იტალიელებს რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ტურნირი მოეგოთ. არადა, იმხანად აპენინელებს არცთუ ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული ნაკრები ჰყავდათ, სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი კი ეროვნული გუნდის “ორიუნდით” (სამხრეთ ამერიკელი იტალიელი ფეხბურთელ-რეპატრიანტები) გაძლიერებით სცადეს. ბენიტო მუსოლინის “დიდი იტალიის” შექმნის იდეით გულანთებული არგენტინელი და ურუგვაელი ფეხბურთელები ისტორიული სამშობლოს სპორტული ღირსების დაცვას დასთანხმდნენ. ”თუკი ბიჭებს იტალიისთვის თავის დადება შეუძლიათ, რატომ არ უნდა ითამაშონ სამშობლოს სადიდებლად ფეხბურთი”, - ეს ლეგენდარული ფრაზა “სკუადრა აძურას” მაშინდელ მთავარ მწვრთნელს ვიტორიო პოცოს ეკუთვნის. თუმცა, სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელთა გადაბირება არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა. მხოლოდ მოთამაშეთა და იტალიის ნაკრების ხელმძღვანელობის დასტური საკმარისი არ იყო. ფიფა-ს წესის მიხედვით, ამა თუ იმ მოთამაშეს მხოლოდ იმ ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსების დაცვის უფლება ჰქონდა, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამავე პერიოდში არც სხვა სახელმწიფოს ნაკრებში ეთამაშა. დუჩეს თავნებობას საზღვარი არ ჰქონდა. მან მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს განაწესი არად ჩააგდო და მწვრთნელებს აიძულა ოკეანესგაღმელები სამუნდიალე განაცხადში შეეყვანა. ფიფა იმხანად ორგანიზაციულად ძლიერი არ იყო, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, იტალიელთა მიერ კანონის დარღვევაზე “თვალი მილულა” და საბოლოოდ “ორიუნდისა” და მსაჯების დახმარებით “სკუადრა აძურამ” პლანეტის უძლიერესი ნაკრების ტიტული დაისაკუთრა (მიითვისა).

მეოთხედფინალში არბიტრმა აპენინელთა ხშირი უხეშობა რეაგირების გარეშე დატოვა, რის გამოც მწყობრიდან ესპანელთა ერთბაშად შვიდი (!) მოთამაშე გამოვიდა. საქმე მაინც გადათამაშებამდე მივიდა, თუმცა, იტალიელებმა დაქანცულ პირენელებს პატიოსან ორთაბრძოლაში მაინც ვერ აჯობეს - მატჩის ერთადერთი გოლი ჯუზეპე მეაცამ წესის დარღვევით გაიტანა, ესპანელებს კი ორი ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს. ყველაზე კურიოზული მაინც ავსტრიელებთან ჩატარებული ნახევარფინალი გამოდგა. მსაჯი მთელი მატჩის მსვლელობისას დაუფარავად ემხრობოდა შეჯიბრების ორგანიზატორი ქვეყნის გუნდს, ერთხელ კი შემთხვევით ბურთი მიუგორდა და მანაც... მოხდენილი პასით იტალიელთა შეტევა წამოიწყო.

მუნდიალის ფინალიც მუსოლინის მიერ შედგენილი სცენარით წარიმართა. ტრიბუნების სეწოლას 28 წლის შვედმა არბიტრმა ივან ეკლინმა ვერ გაუძლო. თანაც, საფეხბურთო თემიდის სკანდინავი წარმომადგენელი გადამწყვეტი მატჩის წინ სამთავრობო ლოჟაში შენიშნეს, როდესაც დუჩე “ინსტრუქტაჟს” უტარებდა. რას ითხოვდა მუსოლინი ეკლინისგან, ძნელი მისახვედრი არაა. ჰოდა, წინა მატჩების მსგავსად იტალიელებმა ფინალშიც გაილაღეს, ჩეხოსლოვაკელ ფეხბურთელებს ფეხებში უმოწყალოდ ურტყამდნენ და იმის ნაცვლად, რომ სამხრეთელები მინდვრიდან გაეძევებინა და პენალტით დაესაჯა, ცინიკოსი შვედი ჯარიმას ჯარიმაზე დასავლეთსლავთა კარის მიმართულებით ნიშნავდა. საბოლოოდ, “სკუადრა აძურამ” 2:1 მოიგო, გუნდის კაპიტან ჯამპიერო კომბის კი თასი სახეგაბრწყინებულმა ბენიტო მუსოლინიმ გადასცა.

დუჩეს საშინაო არენაზეც ჰქონდა თავისი “საფეხბურთო პრიორიტეტი”. სწორედ დიქტატორის სახელს უკავშირდება ორი რომაული კლუბის უკომპრომისო დაპირისპირება. მუსოლინი და მისი უახლოესი გარემოცვა “ლაციოს” მომხრეები იყვნენ, ანტიფაშისტები კი “რომას” ქომაგთა ძირითად კონტინგენტს შეადგენდნენ. სინიორ ბენიტოს არ უყვარდა “რომანისტები”, მილანის “ინტერს” კი ვერ იტანდა. დუჩეს მმართველობის პერიოდში “ნერაძურიმ” ურთულესი პერიოდი გადაიტანა, კლუბს დაშლის საფრთხეც კი ემუქრებოდა და მხოლოდ სახელის გადარქმევამ იხსნა. “ინტერი” მუსოლინისთვის კომუნისტურ ასოციაციას აღძრავდა, ამიტომაც 1928 წელს მილანურ კლუბს “ამბროზიანო” ეწოდა, ხოლო გუნდის შავ-ლურჯი მაისურა თეთრ-წითელით შეიცვალა. ტრადიციული სახელი და ეკიპირების შეფერილობა “ინტერმა” 1945 წელს, ფაშისტური რეჟიმისა და ბენიტო მუსოლინის განადგურების შემდეგ დაიბრუნა.

70 წელია, რაც დუჩე ამქვეყნად აღარაა, მაგრამ “სტადიო ოლიმპიკოზე” რომაელი ტიფოზები კვლავინდებურად ორ შეურიგებელ ბანაკად არიან დაყოფილნი...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108844
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X