პელეს ვაჟმა ედინიუმ აღნიშნა, რომ მისი მამა კარგ ხასიათზეა და სთხოვა, სავადმყოფოში გიტარა მიეტანა.
“თბილი შეხვედრა გვქონდა, მან ყველას მადლობა გადმოგცათ მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მალე გამოჯანმრთელდება.”- ედინიუს სიტყვებს Globo ციტირებს.
ორშაბათს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე შარდის ბუშტის ინფექციით სავადმყოფოში მოათავსეს.