დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” მიმდინარე სეზონში მე-6 მატჩი გამართა და მე-4 გამარჯვება იზეიმა, ამჯერად, “პრინსეტონთან” – 75:65.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 20 წუთი გაატარა და 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 5-დან 1 ორქულიანი, სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ამჯერადაც, შეუდარებელი იყო სან დიეგოელთა ლიდერი ჯონი დი, რომელმაც თამაშიდან 13-დან 9 ტყორცნა გამოიყენა და 29 ქულა ჩააგდო.
“ტორეროსი” მომდევნო მატჩს 1 დეკემბრის დილას “ანაჰაიმთან” ჩაატარებს.