ფეხბურთი

11:52 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კორინთიანსი” პაულინიოს დაბრუნებას გეგმავს

ბრაზილიური “კორინთიანსის” ხელმძღვანელობას “ტოტენჰემის” ნახევარმცველის პაულინიოს დაბრუნება სურს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 40 წუთი გაატარა, რაც მისთვის მისაღები არაა და გუნდის გამოცვლა სურს. თავის მხრივ, ფეხბურთელის დაბრუნების სურვილი “კორინთიანსმაც” გამოთქვა - კლუბის სპორტულმა დირექტორმა ედუ გასპარდამ sambafoot-ს განუცხადა:

“პაულინიო აქ პოპულარულია და მისთვის ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება”.

“ტოტენჰემში” გადასვლამდე, ანუ 2013 წლამდე, პაულინიომ “კორინთიანსში” სამი წარმატებული წელიწადი გაატარა, გუნდთან ერთად ბრაზილიის ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი მოიგო.

0.14414