ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალს, დღეს, კიდევ 3 გუნდი შეემატა. ფლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე “ატლეტიკომ”, “ლევერკუზენმა” და “არსენალმა” მოიპოვეს.
“არსენალმა”, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება, ჯგუფის ლიდერი “დორტმუნდი” დაამარცხა.
ლონდონურმა კლუბმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა. “დორტმუნდს”, აქამდე, ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი ასე სწრაფად გაშვებული არ ჰქონდა.
არსენ ვენგერის გუნდი იაია სანოგომ დააწინაურა, რომელმაც “არსენალში” სადებიუტო გოლი მე-19 ცდაზე გაიტანა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში, 26 ნოემბერი, “არსენალისთვის”, წარმატებასთან ასოცირდება. ზუსტად ერთი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგაზე “მარსელთან” გამართულ მატჩში, ლონდონელებმა ანგარიში 27-ე წამზე გახსნეს, ახლა კი მათ თავი 88-ე წამზე გამოიჩინეს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 2 თამაში, რომელშიც “არსენალმა” კარი მშრალად შეინახა, სწორედ 26 ნოემბერს ჩატარდა.
“არსენალის” მე-2 გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა. 57-ე წუთზე, მიმდინარე სეზონში ლონდონელთა ლიდერად მოვლენილმა ალექის სანჩესმა, ბურთი კარში შორეული მოჭრილი დარტყმით მოათავსა. ჩილელმა თავდამსხმელმა, “არსენალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ მე-5 შეხვედრაში მე-3 გოლი გაიტანა. ამდენივე ბურთი ჰქონდა მას გატანილი ამ ტურნირზე, “ბარსელონას” მაისურით გამართულ 24 შეხვედრაში.
სანჩესის გოლი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეს, არსენ ვენგერის ეპოქაში, “არსენალის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 250-ე ბურთია.
“ემირეითსზე” გამართულ მატჩში ორივე საგოლე გადაცემა სანტი კასორლამ გააკეთა. ესპანელ შემტევს, ჩემპიონთა ლიგის წინა 27 შეხვედრაში, მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.
ქულების პირველად დამკარგავ “დორტმუნდზე” იმის თქმა შეიძლება, რომ ამ გუნდის ფეხბურთელებმა 2 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც წინა 4 შეხვედრაში მიღებულ გაფრთხილებებზე მეტია.
ჯგუფის მე-2 შეხვედრაში “ანდერლეხტმა” “გალათასარაი” დაამარცხა. ბელგიური გუნდი ერთადერთია, რომლის ევროპის ლიგაზე გადანაცვლებაც უკვე გადაწყვეტილია.
ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – მასპინძელთა მცველი ენტონი ვანდენ ბორე ჩემპიონთა ლიგაზე 24-ე თამაშს ატარებდა და როგორც იქნა, ის ამ ტურნირზე მოგებას მოესწრო.
“დორტმუნდის” ლონდონში წაგება იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი უდანაკარგო გუნდი “რეალია”. უმოტივაციო მადრიდელებმა 1/8-ფინალის საგზურისთვის მებრძოლი “ბაზელი” მინიმალური ანგარიშით, მაგრამ ძალების განსაკუთრებული მობილიზების გარეშე დაამარცხეს. ერთადერთი გოლი, 35-ე წუთზე, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც თავი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-12 გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა. არცერთ სხვა ფეხბურთელს სტუმრად ზედიზედ 6 თამაშზე მეტში გატანილი არ აქვს.
“ბაზელთან” მოგება, “რეალისთვის”, ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მერვეა. მადრიდულ გუნდს ამაზე უკეთესი შედეგი არასდროს ჰქონია.
“ბაზელის” წაგებით ვერ ისარგებლა “ლივერპულმა”, რომელმაც “ლუდოგორეცთან” ქულები დაკარგა. მერსისაიდელებმა მე-3 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ გათანაბრება და წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ ბოლო წუთებზე მეორეც გაუშვეს და ისინი კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფებიან.
“ლივერპულის” მხრიდან პირველი ბურთი რიკი ლამბერტმა გაიტანა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავისი პირველივე დარტყმა გოლად აქცია. 32 წლის ფეხბურთელმა ერთი საინტერესო სერია შეწყვიტა. “ლივერპულის” ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლები გაჰქონდა, სტივენ ჯერარდი იყო. 2007 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მერსისაიდელთა კაპიტნის ანგარიშზე “ლივერპულის” მიერ გატანილი ბოლო 11 “ინგლისური” გოლი იყო. თუმცა, “ლუდოგორეცთან” მატჩში, თავი ჯერ ლამბერტმა გამოიჩინა, შემდეგ კი მისმა თანამემამულე ჰენდერსონმა.
1/8-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა “ატლეტიკომ”, რომელმაც “ოლიმპიაკოსთან” გაისეირნა. მადრიდელთა მხრიდან თავი ჰეთ თრიქით გამოიჩინა მარიო მანჯუკიჩმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი გოლის გამტანი ხორვატი ფეხბურთელია. “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, რომლის ანგარიშზეც 11 გოლია, ივიცა ოლიჩს გადაასწრო.
მანჯუკიჩის ჰეთ თრიქამდე ანგარიში რაულ გარსიამ გახსნა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ “ატლეტიკო” ამ თამაშს არ წააგებდა. საქმე ისაა, რომ ბოლო 4 წლის განამვლობაში, თუ გარსიას გოლი გააქვს, მისი გუნდი არ აგებს. უკანასკნელი ასეთი 38 შეხვედრიდან “როხიბლანკომ” 32 მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.
სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა “იუვენტუსმა”, რომელმაც აუტსაიდერი “მალმიო” იოლად დაამარცხა. ტურინელებმა, როგორც იქცა, ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში გოლი გაიტანეს, რასაც ისინი ბოლო 3 თამაშის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ნავსი გატეხა კარლოს ტევესმაც, რომელმაც ლიგის გასვლით შეხვედრაში თავი 2008 წლის შემდეგ პირველად გამოიჩინა.
უდაოდ გამორჩეული წყვილი შექმნეს “ლევერკუზენმა” და “მონაკომ”. ამ გუნდებს შორის გამართულ ორივე შეხვედრაში გერმანელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. პირველი ტურის მსგავსად, “მონაკომ” მეტოქის კარში ზუსტად დარტყმა ამჯერადაც მხოლოდ ერთხელ მოახერხა და ეს დარტყმა 3 ქულის ასაღებად კვლავ საკმარისი გამოდგა. ეს ერთადერთი გოლი ოკამპოსმა გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არგენტინელ ფეხბურთელებს უკვე 400-ჯერ აქვთ გატანილი.
წაგების მიუხედავად, “ლევერკუზენმა” 1/8-ფინალის საგზური მაინც მოიპოვა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯგუფის მე-2 მატჩში, “ბენფიკამ” “ზენიტი” ვერ დაამარცხა. პორტუგალიელები რუსებთან კვლავ უქულოდ დარჩნენ და მათ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსებიც დაკარგეს.
ტურის შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთ ტურში ოთხმა გერმანულმა გუნდმა წააგო. 2011/12 წლების სეზონის მე-3 ტურის შემდეგ ყველა თამაშის მოგებასთან ახლოს იყვნენ ინგლისელები, მაგრამ “ლივერპულმა” “სიტის”, “ჩელსისა” და “არსენალს” მხარი ვერ აუბა და ქულები დაკარგა.
ბოლოს კი, ლიგაზე ლევან კობიაშვილის მიღწევაც უნდა გავიხსენოთ. მიმდინარე გათამაშების მე-5 ტურში ჰეთ თრიქი სამმა ფეხბურთემა (მესიმ, აგუერომ, მანჯუკიჩმა) შეასრულეს. ამ ტურნირზე ასეთი რამ 2005/06 წლების სეზონის მე-5 ტურის შემდეგ პირველად მოხდა. 9 წლის წინათ, შევჩენკოსა და ადრიანოს გარდა, თავი 3 გოლით “შალკეში” მოთამაშე კობიაშვილმაც გამოიჩინა.
A ჯგუფი
ატლეტიკო-ოლიმპიაკოსი 4:0 (2:0)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
ატლეტიკო (4-4-1-1): მოია, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ანსალდი, გარსია, ტიაგო (სუარესი 46), გაბი, კოკე, თურანი (ხიმენესი 66), მანჯუკიჩი (გრიზმანი 69).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
ოლიმპიაკოსი (4-4-1-1): ხიმენესი, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მილივოიევიჩი, ნდინგა, მანიატისი (ფუსტერი 46), დომინგესი (ბუხალაკისი 72), აფელაი (კაზამი 46), მიტროღლუ.
მწვრთნელი: მიჩელი.
გოლები: 1:0 გარსია (9), 2:0 მანჯუკიჩი (38), 3:0 მანჯუკიჩი (62), 4:0 მანჯუკიჩი (65).
გაფრთხილებები: ანსალდი 15, ხიმენესი 86 – ნდინგა 53, ფუსტერი 56.
მსაჯი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 14 (7)-4 (1), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-3, ჯარიმა: 12-16.
მალმიო-იუვენტუსი 0:2 (0:0)
მალმიო, “სვედბანკი”
მალმიო (4-4-2): ოლსენი, ტინერჰოლმი (რაკიპი 85), იოჰანსონი, ჰელანდერი, რიკარდინიო, ერიკსონი, ჰალსტი, ადუ, ფორსბერგი, კისე ტელინი (ციბიკი 70), როზენბერგი.
მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, მარკიზიო (პერეირა 83), პირლო, პოგბა, ლიორენტე (მორატა 72), ვიდალი, ტევესი.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 0:1 ლიორენტე (49), 0:2 ტევესი (88).
გაფრთხილებები: ოლსენი 88, იოჰანსონი 89, როზენბერგი 90 – პერეირა 85, მორატა 90+1.
გაძევება: იოჰანსონი 89.
მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 10 (2)-16 (10), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 0-2, სეივი: 8-2, ჯარიმა: 18-8.
1. | ატლეტიკო | 5 | 4 | 0 | 1 | 14:3 | 12 |
2. | იუვენტუსი | 5 | 3 | 0 | 2 | 7:4 | 9 |
3. | ოლიმპიაკოსი | 5 | 2 | 0 | 3 | 6:11 | 6 |
4. | მალმიო | 5 | 1 | 0 | 4 | 2:11 | 3 |
B ჯგუფი
ლუდოგორეცი-ლივერპული 2:2 (1:2)
სოფია, “ვასილ ლევსკი”
ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაისარა, მოტი, ტერზიევი, მინევი, დიაკოვი, ესპინიო (იუნესი 81), მისიჯანი, მარსელინიო, ალექსანდროვი (ვანდერსონი 72), აბალო (ჟუნინიო 69).
მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, მანკილიო, შკრტელი, ტურე, ჯონსონი, ლუკას ლეივა, ალენი, ჰენდერსონი, ჯერარდი, სტერლინგი (მორენო 82), ლამბერტი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.
გოლები: 1:0 აბოლო (3), 1:1 ლამბერტი (8), 1:2 ჰენდერსონი (37), 2:2 ტერზიევი (88).
მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 19 (5)-8 (5), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 8-21.
ბაზელი-რეალი 0:1 (0:1)
ბაზელი, “სენტ იაკობ პარკი”
ბაზელი (4-3-3): ვაცლიკი, დეგენი (ჰამუდი 76), შერი, სუხი, საფარი, ელნენი, ფრაი (დიასი 83), ზუფი (კაკიტანი 87), გონსალესი, ემბოლო, გაში.
მწვრთნელი: პაულუ სოუზა.
რეალი (4-3-3): ნავასი, არბელოა, ვარანი, რამოსი, კოენტრაუ, ისკო (ნაჩო 90+3), კროოსი, როდრიგესი (მარსელო 89), ბეილი, ბენზემა (ილიარამენდი 71), რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
გოლი: 0:1 რონალდუ (35).
გაფრთხილებები: დეგენი 44, სუხი 52, შერი 80 – რამოსი 43, კოენტრაუ 48.
მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 16 (5)-8 (4), კუთხური: 6-6, თამაშგარე: 6-6, სეივი: 3-5, ჯარიმა: 12-11.
1. | რეალი | 5 | 5 | 0 | 0 | 12:2 | 15 |
2. | ბაზელი | 5 | 2 | 0 | 3 | 6:7 | 6 |
3. | ლივერპული | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 |
4. | ლუდოგორეცი | 5 | 1 | 1 | 3 | 5:10 | 4 |
C ჯგუფი
ზენიტი-ბენფიკა 1:0 (0:0)
სანკტ პეტერბურგი, “პეტროვსკი”
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, გარაი, ლომბაერტსი (ნეტო 23), კრიშიტო, გარსია (ფაიზულინი 58), ვიტსელი, ჰალკი, რიაზანცევი (შატოვი 65), დანი, რონდონი.
მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.
ბენფიკა (4-3-3): სეზარი, პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ალმეიდა, პერესი, სამარისი (ჯონი 82), ტალისკა (დერლეი 70), სალვიო, ლიმა, გაიტანი.
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.
გოლი: 1:0 დანი (79).
გაფრთხილებები: ნეტო 30, ჰალკი 36, კრიშიტო 44 – ჟარადელი 11, სამარისი 21, ლუიზაო 36.
გაძევება: ლუიზაო 90+2.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 10 (2)-5 (1), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 6-2, სეივი: 1-1, ჯარიმა: 18-18.
ლევერკუზენი-მონაკო 0:1 (0:0)
ლევერკუზენი, “ბაიარენა”
ლევერკუზენი (4-4-2): ლენო, დონატი, თორფაქი, სპაჰიჩი, ვენდელი, ბელარაბი (ბრანდტი 77), ბენდერი (როლფესი 76), კასტრო, სონი (დრმიჩი 59), ჩალჰანოღლუ, კისლინგი.
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.
მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბდენუ, ეშიეჟილე, მოუტინიო, ტულალანი, ბაკაიოკო, დირარი (ფაბინიო 83), ბერბატოვი (ტრაორე 90), ფერეირა (ოკამპოსი 70).
მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.
გოლი: 0:1 ოკამპოსი (72).
გაფრთხილებები: სპაჰიჩი 26 – კარვალიო 42.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია).
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 18 (4)-4 (1), კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-4, ჯარიმა: 18-17.
1. | ლევერკუზენი | 5 | 3 | 0 | 2 | 7:4 | 9 |
2. | მონაკო | 5 | 2 | 2 | 1 | 2:1 | 8 |
3. | ზენიტი | 5 | 2 | 1 | 2 | 4:4 | 7 |
4. | ბენფიკა | 5 | 1 | 1 | 3 | 2:6 | 4 |
D ჯგუფი
ანდერლეხტი-გალათასარაი 2:0 (1:0)
ბრიუსელი, “კონსტანტ ვანდენ შტოკი”
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მბემბა, დეშახტი, აშემპონგი, დეფური (კავაია 46), ტილემანი, ნახარი, პრაეტი (კლიესტანი 84), კონტე, მიტროვიჩი (გოჰი 89).
მწვრთნელი: ბესნიკ ჰაზი.
გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა, კამდალი, შეჯუ, კაია, ტელესი, ინანი, მელო, ალთინთოფი (იოზჩანი 90), სნეიდერი, ბრუმა (ბულუთი 75), ილმაზი.
მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.
გოლები: 1:0 მბემბა (44), 2:0 მბემბა (86).
გაფრთხილებები: დეფური 33 – კამდალი 29, ბრუმა 42, შეჯუ 45+2, ინანი 65, ალთინთოფი 66.
გაძევება: ინანი 83.
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 17 (9)-10 (3), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-7, ჯარიმა: 20-19.
არსენალი-დორტმუნდი 2:0 (1:0)
ლონდონი, “ემირეითსი”
არსენალი (4-1-3-2): მარტინესი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი, არტეტა (ფლამინი 67), ჩემბერლენი (კემპბელი 90), რემზი, კასორლა, სანოგო (პოდოლსკი 79), სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, გინტერი, შმელცერი, ბენდერი, გიუნდოგანი, მხითარიანი, იმობილე (კაგავა 61), გროსკროიტცი (იოიჩი 78), ობამეიანგი (რამოსი 61).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი.
გოლები: 1:0 სანოგო (2), 2:0 სანჩესი (57).
გაფრთხილებები: არტეტა 15 – სუბოტიჩი 14, პიშჩეკი 37.
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 9 (3)-9 (5), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 5-1, ჯარიმა: 14-8.
1. | დორტმუნდი | 5 | 4 | 0 | 1 | 13:3 | 12 |
2. | არსენალი | 5 | 3 | 1 | 1 | 11:7 | 10 |
3. | ანდერლეხტი | 5 | 1 | 2 | 2 | 7:9 | 5 |
4. | გალათასარაი | 5 | 0 | 1 | 4 | 3:15 | 1 |