“ქუინზ პარკ რეინჯერსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, სანდრო ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც “ნიუკასლთან” წაგებულ (0:1) შეხვედრაში მიიღო. სანდროს “ლესტერთან”, “სუონსისთან”, “ბარნლისთან”, “ევერტონთან” და “ვესტ ბრომვიჩთან” გასამართი მატჩების გამოტოვება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში, სანდრომ ლონდონური კლუბის მაისურით 8 შეხვედრა ჩაატარა.