ფეხბურთი

12:11 | 23.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ტევესი კარიერის პიკზეა

არგენტინის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში რომის "ლაციოს" წინააღმდეგ ერთი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ 30 წლის ფეხბურთელი ხუან სებასტიან ვერონის განცხადებას გამოეხმაურა. ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად "ესტუდიანტესის" პრეზიდენტია, განაცხადა, რომ ტევესი ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა.

"დიდებულ კლუბში ვარ, ფეხბურთის თამაშით ბედნიერი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ მოედანზე. ვერონს ვეთანხმები, კარიერის პიკზე ვარ." - განაცხადა არგენტინელმა.

კარლოს ტევესმა მიმდინარე სეზონში "ბიანკონერის" მაისურით 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 11 გოლი და 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი, რის შემდეგაც ხერარდო მარტინომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალებაც მისცა - პირველად 2011 წლის შემდეგ. ხორვატიის და პორტუგალიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებსი ტევესმა მოედანზე ჯამში 57 წუთი დაჰყო, თუმცა "ალბისელესტეს" სარგებელი ვერ მოუტანა.

0.111306