სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:24 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ლობასი: “ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია”
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მარტვილის “მერანი” ეროვნულ ჩემპიონატში სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა და გუნდის მიერ ჩატარებულ ბოლოს შეხვედრებს თუ გადავხედავთ, პროგრესი აშკარაა. მარტვილელებმა ჩემპიონატი საკმაოდ მძიმედ დაიწყეს, რასაც მთავარი მწვრთნელის ცვლილება მოჰყვა. გუნდი უკრაინელ სპეციალისტ ვლადიმირ ლობასს ანდეს და თამამად შეიძლება ითქვას, “მერანს” ლობასის ხელი დაეტყო. თავად განსაჯეთ მარტვილელთა კლუბს ეროვნულ ჩემპიონატში 6 ტურია არ წაუგია და ისეთ ძლიერ მეტოქეებთან აიღო სტუმრად ქულები, როგორიც თბილისის “დინამო”, “ზესტაფონი”, და რუსთავის “მეტალურგია”.

თუ ჩემპიონატში “მერანს” წარმატებული სვლა აქვს, იგივეს ვერ ვიტყვით თასის გათამაშებაზე, რადგან 17 ნოემბერს მარტვილელებმა პირწმინდად წააგეს “სამტრედიაში” ქუთაისის “ტორპედოსთან” 0:3. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გავესაუბრეთ “მერანის” მთავარ დამრიგებელს ვლადიმირ ლობასს.

- ქუთაისელთა წინააღმდეგ თამაშისას ის “მერანი” არ იყო, რაც ჩემპიონატის ვნახეთ ბოლო თამაშებში... ორ ფრონტზე არ აპირებთ ბრძოლას?

- “მერანი” ყველა თამაშზე მოსაგებად გადის, უბრალოდ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მეტოქემ საგოლე მომენტები კარგად გამოიყენა, უფრო მეტი იბრძოლა და დამსახურებულად მოიგო. რაც შეეხება ორ ფრონტზე ბრძოლას, ბუნებრივია 0:3 წაგება ჩვენს გეგმაში არ იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

- როგორ შეადარებდით უკრაინულ და ქართულ ფეხბურთს?

- თავადვე იცით, რომ ფეხბურთის წარმატებას განსაზღვრავს ეკონომიკური მდგომარეობა. ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები ცდილობენ უცხოეთში ითამაშონ, რათა წარმატებულები გახდნენ. მაგრამ უცხოეთში წასვლამდე, აქ უნდა ჰქონდეთ სათანადო საფუძველი. საქართველოში უნდა გაკეთდეს მინდვრები, გასახდელები, ელემენტარული პირობები შეიქმნას, რაც ფეხბურთს სჭირდება. სხვაგვარად კარგი ფეხბურთელები არ გაიზრდებიან. მოზარდებს ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ სწორად თამაში. თორემ სხვა მხრივ, ქართველებს ტალანტები ყოველთვის გყავდათ და დღესაც არიან ნიჭიერი ფეხბურთელები.

- “მერანის” მთავარი მიზანი რა იქნება მიმდინარე ჩემპიონატში?

- ჩემპიონატში ჩვენი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა, თუმცა, არც შედარებით მაღალი ადგილის დაკავებაზე ვიტყვით უარს, მათ შორის ზედა ექვსეულზეც. “მერანი” ახალგაზრდული გუნდია, მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენ გვესმის ერთმანეთის და ვიცით, როგორ შეიძლება წარმატებით ბრძოლა.

- საკმაო ხანია საქართველოში ცხოვრობთ. როგორი შთაბეჭდილება გაქვთ ჩვენს ქვეყანაზე?

- საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ამასთან, უკრაინა და საქართველო მეგობარი ქვეყნებია და ეს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს შორის კარგ ურთიერთობას და პატივისცემას. წარმატებებს ვუსურვებ ქართველ ხალხს, მთლიანად საქართველოს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.124275
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X