ფეხბურთი

17:06 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მაკლიში: “ოქრიმ” ნოსტალგია უნდა “ამოიგდოს” თავიდან ან ფეხბურთს შეეშვას”

ბელგიური “გენკის” შოტლანდიელმა თავკაცმა sportmagazine.knack.be-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თორნიკე ოქრიაშვილმა ნოსტალგია გონებიდან უნდა “ამოიგდოს”, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთის თამაშს შეეშვას.

“ეს ისტორიის ერთ-ერთი ასპექტია. “ოქრი” დაბრუნების შემდეგ კარგ ფორმაში არ იყო. თამაშის დროს გამძლეობა კვლავ არ ჰყოფნის. ჩვენ ის უნდა გამოგვადგეს და მიხვდეს, რას ნიშნავს იყო პროფესიონალი ფეხბურთელი. აქ ჩამოსულს სახლი ენატრებოდა. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ამის გაგება რთულია, რადგან თავისი შესაძლებლობების გამოვლენის უნიკალური შანსი აქვს. თუმცა, იგი ადამიანია. როგორ განსჯი ადამიანს, როდესაც მის ადგილზე არასოდეს ყოფილხარ?”, – თქვა მაკლიშმა.

55 წლის ბრიტანელმა სპეციალისტმა მის თავს გადამხდარი შემთხვევაც გაიხსენა:

“მახსოვს 17 წლის ვიყავი, როდესაც გლაზგოდან აბერდინში სათამაშოდ წავედი. ჩემთვის უცხო იყო, ორ კვირაზე მეტი მშობლების გარეშე გატარება. უქმეებზე გლაზგოში ჩავედი და როდესაც აბერდინში დაბრუნების დრო დადგა, შინ დარჩენა გადავწყვიტე. ამიტომაც მესმის, როცა მსგავსი რამ სხვასაც ემართება. თუმცა, აბერდინში რაც უფრო მეტი უიქენდები გავატარე, გლაზგოსგან მეტად “გავთავისუფლდი”. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ “ოქრი” ინგლისურს მალე შეისწავლის. კლუბი ამაზე მუშაობს”.

მაკლიშმა დასძინა, რომ კლუბი ვალდებული ქართველს ფეხბურთელს გვერდით დაუდგეს, მაგრამ მან თავის მხრივ პროფესიონალიზმი უნდა გამოავლინოს:

“მას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ჩვენ პროფესიონალიზმსაც ვითხოვთ. დანარჩენ მოთამაშეებსაც სურთ, რომ “ოქრიმ” თავისი პროფესიონალიზმი აჩვენოს. მნიშვნელოვანია თუ როგორ იქცევა გასახდელში, ვარჯიშებზე, თანაგუნდელების მიმართ პატივისცემა უნდა გამოავლინოს. მან ან ნოსტალგია უნდა “ამოიგდოს” თავიდან ან ფეხბურთის თამაშს შეეშვას. ეს უკანასკნელი კი არ სურს”.

0.115396