ფეხბურთი

16:25 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინა” პატოთი დაინტერესდა

იტალიური მედიის ცნობით, ფლორენციის “ფიორენტინა” ბრაზილიური “სან პაულუს” 25 წლის ფორვარდის ალეშანდრუ პატოს იტალიაში დაბრუნებას ეცდება. პატო “კორინთიანსის” საკუთრებაა, თუმცა “სან პაულუში” იჯარით თამაშობს. ფლორენციულ კლუბს მიმდინარე სეზონში შეტევის ხაზში პრობლემები აქვს, თანაც ჯუზეპე როსი და მარიო გომესი ხშირად ტრავმიანობენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი ბრაზილიელი ფეხბურთელისადმი “იების” მხრიდან დაინტერესებისა.

პატო 2008-2013 წლებში იტალიაში უკვე ასპარეზობდა, კერძოდ “მილანის” რიგებში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108098