კალათბურთი

0:25 | 20.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგიჩი შენგელიას თანაგუნდელი გახდა

ესპანურ “ლაბორალ კუჩას”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ირიცხება, ახალწვეული ჰყავს.

ბასკურმა კლუბმა კონტრაქტი გაუფორმა სლოვენიელ ცენტრ მირზა ბეგიჩს, რომელმაც ამერიკელი ლამონტ ჰემილტონი უნდა შეცვალოს. ამ უკანასკნელმა მარცხენა ფეხის დიდი თითი დაიშავა და დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.

ბეგიჩი მიმდინარე სეზონს ლიუბლიანის “ოლიმპიაში” იწყებდა, “ლაბორალ კუჩას” მაისურით კი პირველ მატჩს, ალბათ, დღესვე ჩაატარებს, როდესაც ესპანური გუნდი ევროლიგის ეგიდით ლიტვურ “ნეპტუნასს” ესტუმრება.

0.150178