ფეხბურთი

11:21 | 3.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნავალკამ საქართველოსთან მატჩისთვის ლეგიონერებს უხმო

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში, საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გამოძახებული ლეგიონერების სია დაასახელა.

პოლონელმა სპეციალისტმა პოლონეთის გარეთ მობურთალ 17 ფეხბურთელს უხმო, ხოლო ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ვინაობას ნავალკა მომდევნო კვირაში დაასახელებს.

ნავალკას ლეგიონერების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: არტურ ბორუცი ("ბორნმუთი", ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი ("სუონსი", ინგლისი), ვოიცეხ სჩესნი ("არსენალი", ინგლისი).

მცველები: ტიაგო ციონეკი ("მოდენა", იტალია), კამილ გლიკი ("ტორინო", იტალია), არტურ იედრჟეიჩიკი ("კრასნოდარი", რუსეთი), პაველ ოლკოვსკი ("კიოლნი", გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი ("დორტმუნდი", გერმანია), ლუკაშ შუკალა ("სტიაუა", რუმინეთი).

ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი ("რენი", საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი ("სევილია", ესპანეთი), კშიშტოფ მაჩუნსკი ("გუიჯოუ", ჩინეთი), მაცეი რიბუსი ("ტერეკი", რუსეთი), პიოტრ ზიელინსკი ("ემპოლი", იტალია).

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი", გერმანია), არკადიუშ მილიკი ("აიაქსი", ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (კიევის "დინამო", უკრაინა).

პოლონეთის ეროვნული ნაკრები ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს თბილისში "ჯვაროსნების" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 18 ნოემბერს შინ ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიას დაუპირისპირდება.

0.115027