საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გენკში შაბათს დაბრუნდება. ამის შესახებ ბელგიური ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be იუწყება.
მისი ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი ბელგიაში ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უნდა ჩასულიყო, მაგრამ მისი გამგზავრება თბილისი-ბრიუსელის პირდაპირი ავიარეისის არარსებობის გამო გადაიდო.
შაბათს, ოქრიაშვილი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ამსტერდამში ჩავა და გენკში იქიდან გაემგზავრება. voetbalnieuws.be-ს ცნობით, კლუბში დაბრუნების შემდეგ ქართველ ფეხბურთელს კონდიციების აღსადგენად ფიზმომზადების მწვრთნელს მიამაგრებენ.