სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:36 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში ლიდერობისთვის ბრძოლა დაიძაბა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მართლაც ყველანაირად გამორჩეულია. სანახაობრივ და საინტერესო შეხვედრებს რომ თავი დავანებოთ, ლა ლიგაში საოცარი დაძაბულობაა, რასაც ბევრი უწუნებს ხოლმე აღნიშნულ პირველობას. ამ მომენტისთვის, პირველ ადგილოსანსა და მეხუთე ადგილოსანს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა. ჯერჯერობით მხოლოდ 9 ტურია გასული, თუმცა ეს ჩემპიონატის მეოთხედს უდრის. მოცემულ სტატიაში, სწორედ ჩემპიონატის სტარტს განვიხილავთ და ყველა გუნდზე ამომწურავად ვისაუბრებთ..

კლასიკოში მარცხის მიუხედავად – პირველი

ზაფხულში “ბარსელონაში” დიდი ცვლილებები განხორციელდა, სატრანსფერო ამბები არაერთხელ გვაქვს განხილული და ამაზე აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ “ბლაუგრანამ” მწვრთნელი შეიცვალა – ტატა მარტინოს ნაცვლად, კლუბში ლუის ენრიკე მოვიდა.
სეზონის სტარტი “ბარსელონას” შთამბეჭდავი გამოუვიდა. საწყის 8 თამაშში კატალონიურმა გრანდმა მხოლოდ 1 ფრე ითამაშა “მალაგასთან” (0:0), დანარჩენ ყველა შეხვედრაში ისე იმარჯვა, რომ გოლი არ გაუშვია და ამით კლაუდიო ბრავომ რეკორდი მოხსნა. პირველ 8 ტურში, ლა ლიგაში კარი მშრალად სხვა არავის შეუნახავს.
ლუის ენრიკეს შეგირდები “ელ კლასიკოში” პირწმინდად დამარცხდნენ და ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგეს. მათ “სევილია” წამოეწიათ და მხოლოდ ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ასწრებენ მათ. მიუხედავად პრინციპულ თამაშში მარცხისა, “ბლაუგრანაზე” მხოლოდ კარგი ითქმის. ენრიკეს შეგირდები ჩვეული ლამაზი თამაშით ანებივრებენ გულშემატკივარს და ეს გუნდი ლა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
კატალონიელთა ბანაკში სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ლუის სუარესს როგორც იქნა, დისკვალიფიკაციის ვადა ამოეწურა და აწი, მეტოქეებს სუპერ ტრიოთი დააშინებენ. ისიც უნდა ითქვას, რომ ურუგვაელს ფორმაში შესასვლელად გარკვეული პერიოდი აუცილებლად დასჭირდება. “რეალთან” შეხვედრაში ლუისი აშკარად ამოვარდნილი იყო თამაშიდან და დისკვალიფიკაციის კვალი ეტყობოდა..

ლიდერები წავიდნენ, მაგრამ შედეგი შთამბეჭდავია


გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში “სევილიამ” არაერთი წამყვანი მოთამაშე დაკარგა, რომელთაგან გამოსარჩევი ალბერტო მორენოს, ფედერიკო ფასიოსა და ივან რაკიტიჩის წასვლაა. უნაი ემერიმ, მათ ღირსეული შემცვლელები უპოვნა და ჩემპიონატის პირველი მეოთხედი დიდებულად განვლო. “დალაქებმა” მხოლოდ “ატლეტიკოსთან” მატჩი ჩააგდეს ჯერჯერობით და პირწმინდად განადგურდნენ, ხოლო “ვალენსიასთან” ფრედ ითამაშეს შინ. სხვა ყველა შემთხვევაში, ანდალუსიელები გამარჯვებულნი გამოვიდნენ.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს “ბარსელონადან” არენდით გადმოსული დენის სუარესის მშვენიერი თამაში. ბრწყინვალე ფორმაშია ასევე, კლუბის გოლეადორი კარლოს ბაკა, რომელმაც უკვე 7-ჯერ აიღო მეტოქეთა კარის ბადე. ემერის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს და მეტის გაკეთების პოტენციალი თუ აქვს, ამას უახლოეს ტურებში ვნახავთ.

არადამაჯერებელი სტარტი და საოცარი აღმასვლა


საწყისი სამი ტურის შემდგომ, “რეალს” ორი წაგება ჰქონდა და ბევრი მადრიდელთა კრიზისზე ალაპარაკდა, თუმცა შემდგომი 6 ტური ანჩელოტის შეგირდებმა ისეთ დონეზე ჩაატარეს, რომ მათი ყველაზე დიდი კრიტიკოსიც გაჩუმდებოდა. “ბლანკოსმა” ექვსივე შეხვედრა მოიგო და ამ მატჩებში 28 გოლის გატანა მოახერხა, 4 გაშვებული გოლის საპასუხოდ. საოცარ ფორმაშია კლუბის პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ, რომლის ანგარიშზე უკვე 16 გოლია.
გასულ უიკენდზე მადრიდელებმა საძულველი მეტოქე, “ბარსელონა” დამაჯერებლად დაამარცხეს და მასთან და “სევილიასთან” ჩამორჩენა ქულამდე შეამცირეს.
მიუხედავად შესანიშნავი თამაშისა, მადრიდელთა თამაშში იგრძნობა, რომ ამ გუნდს კიდევ შეუძლია მომატება. კარლო ანჩელოტის გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე ლა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია.

ახალი ეპოქა “ვალენსიაში”

როგორც იქნა, დასრულდა მოლაპარაკებები “მერიტონსა” და “ბანკიას” შორის. ესპანურმა ბანკმა მაინც უკან დაიხია და “ვალენსია” პიტერ ლიმის ხელში გადავიდა. შაბათს სინგაპურელი მილიარდელი “ელჩესთან” მატჩს დაესწრო და კლუბის გულშემატკივრებმა დიდებული დახვედრა მოუწყვეს მას.
უნდა ითქვას, რომ გარკვეული დანაკარგის (ჟერემი მატიე და ხუან ბერნატი) მიუხედავად, “ღამურები” ზაფხულში ძალიან გაძლიერდნენ და შემდეგი მოთამაშეები დაიმატეს: იოელი, ოტამენდი, მუსტაფი, კანსელო, გომეში, ნეგრედო, როდრიგო, ორბანი და ფელიპე აუგოსტო.
“ლოს ჩემ” ზაფხულში მწვრთნელიც შეიცვალა და ხუან ანტონიო პიცი ნუნუ ესპირიტო სანტომ შეცვალა, რისთვისაც ბევრი კლუბის ხემძღვანელობას აკრიტიკებდა, თუმცა პორტუგალიელმა კარგი შედეგებით დაამტკიცა, რომ არჩევანში არ შემცდარან. ნუნუს გუნდს 9 თამაშში 20 ქულა აქვს და ერთადერთი მატჩი “დეპორტივოსთან” ჩაუვარდა, როდესაც “ვალენსია” გალისიაში უშანსოდ (0:3) დამარცხდა. “ღამურები” პირველ ადგილოსანს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
პიტერ ლიმი ზამთარში რამდენიმე ტრანსფერს კიდევ გეგმავს. ასე რომ, კლუბის მიზნები უფროდაუფრო გაიზრდება.

“ატლეტიკო” კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა

ბევრი ლიდერი დაკარგა, თუმცა შემცვლელებიც საკადრისი მოიყვანა და “ატლეტიკო” კვლავ ლიდერთა შორისაა. მადრიდულმა გრანდმა ოდნავ არასტაბილურად დაიწყო სეზონი, თუმცა ისევ მოუმატა, 20 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერებს სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება.

ნელ-ნელა გადიან ადაპტაციას მარიო მანძუკიჩი, ალეხანდრო ჩერჩი და ანტუან გრიზმანი, ხოლო მიგელ მოიამ საბოლოოდ დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი და იან ობლაკი სათადარიგოთა სკამზე დასვა. შესანიშნავად გამოიყურება კლუბის კაპიტანი გაბი, ყოჩაღად თამაშობს მირანდა-გოდინის დუეტი, ხოლო ხუანფრანი კვლავ ჩვეული სტაბილურობით გამოირჩევა. მარცხენა ფლანგისთვის ჯერ კიდევ ბრძოლა მიდის, კრისტიან ანსალდისა და გილერმე სიკეირას არაფერი აქვთ დამტკიცებული და ყველაფერს აკეთებენ, რათა სიმეონეს უფრო მოაწონონ თავი. ცალკე აღნიშვნის ღირსია კოკეს თამაში. ახალგაზრდა ნახევარმცველი სულ უფრო უმატებს და არაერთი კლუბია მისით დაინტერესებული.
როგორც აღვნიშნე, სიმეონეს გუნდში დიდი ცვლებები განხორციელდა და ახალ შემადგენლობას ერთმანეთთან ბოლომდე შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდება. “როხიბლანკოს” დიდი პოტენციალი აქვს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა კვლავ შეუძლია.

ბერიცომ ენრიკე ღირსეულად შეცვალა


“ბარსელონაში” წასული ლუის ენრიკე ბევრისთვის უცნობმა ედუარდო ბერიცომ შეცვალა და ბევრი გალისიური კლუბის ჩავარდნას წინასწარმეტყველებდა. ჩემპიონატის მეოთხედის მიხედვით, შეგვიძლია, რომ საპირისპირო ვთქვათ. ბერიცოს გუნდი შარშანდელზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს, 9 ტურში მხოლოდ 1 წაგება აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
ზაფხულში ვიგოელებმა ერთ-ერთი ლიდერი რაფინია დაკარგეს, თუმცა ეს კლუბს დიდად არ დატყობია. გამორჩეულია არგენტინელი ახალწვეული ხოაკინ ლარივეი, რომელმაც უკვე 6 გოლის გატანა მოახერხა.
ბერიცოს შეგირდები ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ და ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ლამაზ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობენ. “სელტას” საამსეზონო მიზანი ევროპა ლიგის საგზურის მოპოვება უნდა იყოს.

სათადარიგო სკამისთვის ნაყიდი ოჩოა


“მალაგამ” სეზონი კარგად დაიწყო და საკმაოდ კარგი შედეგი აქვს ამ მომენტისთვის. ანდალუსიელებმა “ბარსელონასთანაც” არ წააგეს და უკანასკნელ მატჩებში ძაან მოუმატეს. “მედუზებმა” ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგეს და მე-7 პოზიციამდე აღზევდნენ.
რეზულტატი მართლაც კარგია, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელიც ყველასთვის ძალიან გასაკვირია. განვლილი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, გილერმო ოჩოა, რომელსაც რამდენიმე გრანდს უკავშირებდნენ, როგორც აღმოჩნდა “მალაგაში” სათადარიგოთა სკამის “მხეხავად” მიუყვანიათ. კარლოს კამენი რომ კარგი მეკარეა არავინ დავობს, თუმცა რამდენად ჯობს ოჩოას ეს უკვე რთული სათქმელია..

არასტაბილური “ყვითელი წყალქვეშა ნავები”

რთულია იმის თქმა, კარგად დაიწყო თუ ცუდად მარსელინიო ტორალის გუნდმა სეზონი. “ვილიარეალი” ყოველთვის კარგად ეთამაშებოდა გრანდებს და ხშირად ქულებსაც ართმევდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ასე არ ხდება. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” შინ “რეალთანაც” წააგეს და “ბარსელონასთანაც”, თანაც ისე, რომ გოლიც არ გაუტანიათ.
გრანდების გარდა, სუსტ გუნდებთანაც ვერაა მთლად დამაჯერებელი “ვილიარეალი”. ამის ნათელი მაგალითი “ეიბართან” და “გრანასთან” დაკარგული ქულებია. მიუხედავად ამისა, ვალენსიელები მე-8 პოზიციაზე არიან და ევროპა ლიგის ზონასთან არიან.
მომდევნო ტურში, ისინი საძულველ “ვალენსიას” ხვდებიან და ყველანაირად ეცდებიან დადებითი შედეგის მიღწევას.

არაპროგნოზირებადი “რაიო”

“რაიო ვალეკანოს” მთავარი მწვრთელის, პაკო ხემესის დევიზია: “ჯერ სანახაობა, შემდეგ შედეგი”. ნამდვილად საინტერესოა ხედვა აქვს მადრიდული კლუბის მწვრთნელს და “რაიოც” შესაბამისად თამაშობს. კლუბს ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს ბურთის ფლობის მხრივ და ნამდვილად “კერკეტი კაკალია”. ხემესის გუნდი შესაძლოა ყველაზე არაპროგნოზირებადი კლუბიც იყოს ლა ლიგაში და მისი შედეგის ამოცნობა საკმაოდ რთული საქმეა.

როგორც ყოველთვის..

ტრადიციულად, ჩვეულ საშუალო დონეზე თამაშობს “ესპანიოლი”. მძიმე სტარტის შემდეგ ბარსელონურმა კლუბმა თამაში გამოასწორა და ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 1 წააგო “ატლეტიკოსთან”.
“თუთიყუშებისგან” ბევრს არაფერს ელიან, სერხიო გონსალესის გუნდი წესით ლა ლიგაში მშვიდად უნდა დარჩეს, თუმცა რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება ნამდვილად გაუჭირდებათ.

ყოჩაღი დებიუტანტი ბასკები

გაისკა გარიტანო – ადამიანი გმირი, რომელმაც შეძლო და ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე მწირე ბიუჯეტიანი კლუბი, არსებობის მანძილზე პირველად გადაიყვანა ლა ლიგაში.
“ეიბარი” საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება და 10 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება, რაც კლუბისთვის კარგი შედეგია. გარიტანოს გუნდი საკმაოდ მებრძოლი და რთულად მოსაგები კოლექტივია, რასაც ისინი ყოველ მატჩში ადასტურებენ. ბასკებს რიგ მომენტებში კლასი ძალიან აკლიათ, თორემ გაცილებით კარგი შედეგი ექნებოდათ..

“ხეტაფე” ჩვეული მიზნებით


დაახლოებით 10 სეზონია, რაც “ხეტაფე” ლა ლიგის უცვლელი ბინადარია. რაღაც პერიოდი, მადრიდელები ძალიან კარგად ასპარეზობდნენ და უეფას თასზეც ასპარეზობდნენ, სადაც “ბაიერნთან” დამარცხდნენ საოცარ ბრძოლაში.
მას შემდეგ “ხეტაფეს” საქმეები უკან-უკან წავიდა. მადრიდელების უმთავრესი საზრუნავი მოწინავეთა შორის ადგილის შენარჩუნებაა, უფრო მაღალი მიზნისთვის ბრძოლა კი, ძალიან უჭირთ. “ხეტაფეს” სატრანსფერო პოლიტიკა კვლავ უცვლელია, ისინი ძლიერ გუნდებში ვერ მოხვედრილ მოთამაშეებს ყიდულობენ, რომელთა ნაწილიც მათ იმედებს ამართლებს და ლიდერად ყალიბდება.
წლევანდელი თამაშის მიხედვითაც, მათი მიზანი ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

კვლავ აუტსაიდერთა შორის

“ალმერიამ” გასულ წელს სასწაულად აიცილა თავიდან სეგუნდა დივიზიონში გავარდნა. თითქმის მთელი წელი, ანდალუსიელები გასავრდნ ზონაში იყვნენ, თუმცა ბოლოს მოუმატნენ და ლა ლიგაში დარჩნენ.
წელს ცუდად არ დაუწყიათ, თუმცა მალევე მოუკლეს და ბოლო 5 მატჩში 3 მარცხი განიცადეს. უჩვეულო არაფერია, კლუბის თამაშიდან ჩანს, რომ დიდი რესურსი არ აქვთ და აუტსაიდერთა შორის იტრიალებენ კვლავაც.

მეტის მოლოდინში

ხოაკინ კაპაროსის გუნდისგან აშკარად მეტს ელიან და ამის საბაბი ნამდვილად არსებობს. “გრანადას” საკმაოდ ნორმალური შემადგენლობა ჰყავს და არსებული რესურსიდან გამომდინარე, ბევრ იმ გუნდზე მაღლა უნდა იყოს, რომელიც ახლა მათ დაჰყურებს ზემოდან.
თავად კაპაროსიც ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და ესპანეთში დიდ პატივისცემას იმსახურებს. ყველაფრიდან გამომდინარე, “გრანადას” ლა ლიგაში დარჩენა არ უნდა გაუჭირდეს და უფრო მაღალი ადგილებისთვისაც იბრძოლოს.

მთავარი იმედგაცრუება

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესპანეთში მთავარი იმედგაცრუება ჯერჯერობით “ბილბაოა”. ერნესტო ვალვერდეს გუნდი აშკარად ვერ ქაჩავს ორ ფრონტზე ასპარეზობას, რასაც თავის ობიექტური მიზეზები აქვს. როგორც იცით, “ბილბაოში” მხოლოდ ბასკი ფეხბურთელები ირიცხებიან და შესაბამისად, მაღალი კლასის ფეხბურთელების მწვავე დეფიციტია. ამასთან ერთად, კლუბმა საკვანძო მოთამაშე ანდერ ერერა დაკარგა, რომლის ღირსეულად შეცვლა ჯერ ვერ ხერხდება.
მიუხედავად ამისა, “ბილბაო” თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე მე-15 ადგილზე ბევრად მაღლა უნდა იყოს. გასულ უიკენდზე, ბასკებმა როგორც იქნა მოიგეს და 6 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.

ისევ გავარდნის საშიშროებაში

ახლო წარსულში ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელი რა დღეშიცაა ყველას მოგვეხსენება. ბოლო წლებში, გალისიური კლუბი ორჯერ გავარდა და ორჯერვე მაშინვე დაუბრუნდა ლა ლიგას. ზაფხულში “დეპორტივომ” თავის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა და რამდენიმე ნორმალური მოთამაშე დაიმატა, თუმცა სეზონის სტარტი მაინც ძალიან ცუდი გამოვიდა. განსაკუთრებით მტკივნეულია “რეალთან” 2:8-ზე განადგურება “რიასორზე”. იმ არენაზე, რომელიც “ბლანკოსისთვის” დაწყევლილი იყო და თითქმის 20 წელი ვერ ახერხებდა გამარჯვებას. “დეპორმა” ბოლო 2 მატჩია თამაში გამოასწორა და 4 ქულა აიღო. თუ “ვალენსიასთან” მთელი გუნდი დიდებული იყო და უშანსოდ 3:0 მოგებაც ამას მეტყველებს, გუშინდელი ქულა მთლიანად მეკარის, ფაბრის დამსახურებაა.
წელსაც ჩანს, რომ გალისიელთა მიზანი უძლიერესთა შორის დარჩენა იქნება და ალბათ ყველა ესპანური ფეხბურთის მოყვარული ისურვებდა, რომ “დეპორტივო” აღარ გავარდნილიყო კიდევ ერთხელ..

“ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო”


საშინლად გამოიყურება მეორე ბასკური კლუბიც. ხაგობა არესატეს კლუბმა საშინლად დაიწყო სეზონი. ლა ლიგაში ცუდი თამაშის გარდა, სან-სებასტიანელები ევროპა ლიგიდანაც გამოვარდნენ “კრასნოდართან” ჭიდილში. ბასკებს ერთადერთი მოგება აქვთ და ისიც მადრიდის “რეალთან”. თანაც რა მატჩში?! 0:2-დან 4:2 მოუგო “ბლანკოსს” გმირობის ტოლფასია, მაგრამ ქულების დაგროვება სხვა მატჩებშიც საჭიროა. “სოსიედადს” ნამდვილად ჰყავს ისეთი შემადგენლობა, რომ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს და არა მაჩანჩალათა შორის იყოს. ბასკებს საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავს: ინიგო მარტინესი, ხაბი პრიეტო, კარლოს ველა, ალფრეო ფინბოგასონი, მარკელ ბერგარა, სერხიო კანალესი, იმანოელ აგირეჩე და სხვები. არსებული რესურსით ამ კლუბს მეტი მოეთხოვება და ასე თუ განაგრძო, არესატეს მალე მოუწევს პოსტის დაკავება.
“ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო” – ზუსტად შეეფერება აღნიშნული ფრაზა ბასკების წლევანდელ გამოსვლას.

მოუგებელი “კორდობა” და ლა ლიგაში დაბრუნებული ჯუკიჩი


“კორდობა” 9 ტურის შემდეგ ერთადერთი კლუბია ლა ლიგაში, რომელსაც გამარჯვება არ უზეიმია. 5 ფრე და 4 წაგება, ასეთია ანდალუსიელთა შედეგები. “მალაგასთან” წაგება ბოლო წვეთი იყო. კლუბის ხელმძღვალობამ ალბერტ ფერერს კარისკენ მიუთითა და მის ნაცვლად, მიროსლავ ჯუკიჩი მოიწვია, რომელმაც სადებიუტო შეხვდერა “სოსიედადთან” გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა. ანდალუსიელებს მოგებაც შეეძლოთ, თუმცა ხისკომ 2 მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა.
დღევანდელი გადმოსახედიდან, “კორდობა” ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კლუბია და უძლიერესთა შორის დარჩენა ძალიან გაუჭირდება.

დასუსტებული “ელჩე”


გასულ სეზონთან შედარებით ვალენსიური კლუბი აშკარად დასუსტებულია და ისიც გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლება.
ფრან ესრიბას გუნდს გატანა უჭირს და ძალიან ბევრს უშვებს. კლუბმა ერთადერთი შეხვედრა მე-3 ტურში “რაიო ვალეკანოს” მოუგო გასვლაზე და მას შემდეგ მხოლოდ ქულის აღება მოახერხა “ალმერიასთან”.
“ელჩეს” თამაშში დიდი პოტენციალიც არ შეიმჩნევა და უმჯობესი იქნება, თუ კლუბის ხელმძღანელობა ზამთარში ტრანსფერებზე იფიქრებს.


“ბაყაყები” ალკარაზის იმედად
გასული სამი სეზონი “ლევანტესთვის” წარმატებული აღმოჩნდა და კლუბმა ევროპა ლიგაზე გასვლაც მოახერხა. ზაფხულში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, ერთადერთი კეილორ ნავასმა დატოვა კლუბი. კოსტა-რიკელი მართლაც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდა “ლევანტესთვის”, მაგრამ ასეთი საშინელი შედეგი ნავასთან არაფერ შუაში რომ არაა ადვილად მისახვედრია.
თუ კი, გასულ წლებში “სიუდად დე ვალენსიაზე” ყველას გრანდს უჭირდა, წელს “რეალმაც” და “ბარსელონამაც” გაინავარდეს და ერთნაირი ანგარიშით 0:5 იმარჯვეს. ერთადერთი მოგება “ბაყაყებს” “გრანადასთან” აქვთ მოპოვებული. ვალენსიელები ბოლო ადგილზე არიან 5 ქულით და ყველაზე მეტად შემაშფოთებელი მათი თამაშის ხარისხია, რაც ბურთების შეფარდებაშიც აისახება – 4 გატანილი და 23 გაშვებული. აქედან 3 გოლი “ლევანტემ” “ეიბართან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაში გაიტანა, ხოლო ერთი გოლი მოგებულ მატჩში შეაგდო.
“რეალთან” განადგურების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ ხოსე ლუის მენდილიბარი დაითხოვა და ლუკას ალკარაზს უხმო მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ჯერჯერობით, “ბაყაყებს” ახალმა მწვრთნელმაც ვერ უშველა – სადებიუტო შეხვედრაში ალკარაზმა “სელტასთან” წააგო 3:0.
განვლილი პერიოდის მიხედვით, “ლევანტე” ყველაზე სუსტი კლუბია ესპანეთში და ასე თუ განაგრძო აუცილებლად მოუწევს სეგუნდა დივიზიონში გადაბარგება.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.116457
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X