ფეხბურთი

12:42 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“გენკის” სპორტული დირექტორი: “ოქრიაშვილს სოციალური კონტაქტები აკლია”

ბელგიური “გენკის” სპორტული დირექტორის გიუნტერ ჯეიკობის თქმით, თორნიკე ოქრიაშვილს ახალ გარემოსთან შეგუების პრობლემა ჰქონდა და კლუბში მომავალ კვირაში დაბრუნდება.

მას მერე, რაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ბელგიაში არ ჩავიდა, გენკელთა სპორტული დირექტორი ვითარებაში გასარკვევად საქართველოში ჩამოფრინდა და ოქრიაშვილი პირადად ნახა.

“გენკში” გადასვლის შემდეგ, მას ახალ გარემოსთან ინტეგრაციის პრობლემა აქვს, რადგან ენების არცოდნის გამო, სოციალური კონტაქტები აკლია. ოქრიაშვილი კლუბში მომავალი კვირის შუაში დაბრუნდება. მისი ძმა და დედა ჩამოვლენ, რომ ბელგიაში ინტერგაციაში დაეხმარონ. ცოლ-შვილიც ჩამოვლენ. თავისი ოჯახის მხარდაჭერით, ენის ცოდნის გაღრმავებით, კლუბის ხელმძღვანელობა და თავად ფეხბურთელი დარწმუნებულნი არიან, რომ “გენკში” დამკვიდრდება ” – იუწყება ჯეიკობის სიტყვებს ინტერნეტპორტალი nl.metrotime.be.

“მიუხედავად იმისა, რომ კლუბი და მოთამაშე მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ, B გუნდში მისი გადაყვანა ძალაში რჩება. როდესაც თორნიკე კლუბში დაბრუნდება, ამის შემდეგ განვიხილავთ მის მიმართ დამატებითი ზომები მივიღოთ თუ არა. ყველაფერი, კლუბსა და მოთამაშეს შორის კონსულტაციის შედეგად გადაწყდება” – დაამატა ჯეიკობმა.

0.126204