ლონდონის “არსენალის” მეორე მეკარე, დავიდ ოსპინა ჩემპიონთა ლიგაზე “ანდერლეხტთან” გასამართ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს – გვამცნობს ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
“მეთოფეთა” პირველი კიპერი, ვოიცეხ შესნი დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, კარში ჩადგომა მესამე მეკარეს - ემილიანო მარტინესს მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ “ანდერლეხტისა” და “არსენალის” დაპირისპირება ოთხშაბათს 22:45 წუთზე დაიწყება.