სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

15:54 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: “ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა სამშობლოს გამოვადგე”

21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია უნგრულ “დიორ ეტოში” გამოდის და საკმაოდ წარმატებულადაც, თავად განსაჯეთ უნგრეთის თასზე ბოლო 2 შეხვედრაში ქართველმა 2 ჰეთ-რიკი შეასრულა. ქვილითაიას ამ მოკლე ხანში 8 ბურთი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავასაც დამსახურებულად ლიდერობს. უნგრეთში წასვლამდე გიორგი გორის “დილას” ღირსებას იცავდა.

- გიორგი საკმაოდ წარმატებულად დაიწყე უნგრეთში ასპარეზობა. Gგამოდის, კარგ ფორმაში ხარ...

- სიმართლე რომ ვთქვათ ასეა, 3 თამაშში 8 ბურთი გავიტანე და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მთავარია, ტრავმა არ მივიღო და ასე გავაგრძელებ.

- როგორი გუნდია “დიორ ეტო” და რა მიზანი აქვს დასახული?

- “დიორ ეტო” ჩემთვის უცხო გუნდი არაა. ორი წლის წინათაც ვიყავი აქ. მაშინ ჩემპიონები გავხდით. ერთ-ერთი ლიდერი გუნდია უნგრეთში, წელს ჩემპიონატში ცოტა ცუდი დასაწყისის მიუხედავად, გუნდი აუცილებლად იბრძოლებს ევროთასებისთვის. გუნდს აქვს საიმისო პოტენციალი, რათა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

- უნგრეთის ჩემპიონატი ბევრად განსხვავდება ჩვენი ეროვნული ჩემპიონატისგან?

- როგორ გითხრათ, არც შევადარებდი. აქ არასდროს არაა სტადიონის, ბურთის, ხელფასის და მსგავსი რაღაცების პრობლემა.

- საქართველოს ნაკრებზე რას იტყვი?

- ჯერ იმას ვიტყვი, რომ ჩემი ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ნებისმიერი ქართველისთვის დიდი პატივია. ფაქტია, ნაკრებში ისე არ არის საქმე, როგორც გულშემატკივარს უნდა, მაგრამ, იმედია, უახლოეს მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება. ვიცი, რომ ქართველ გულშემატკივარს ჩემი წარმატება უხარია, ამას ვგრძნობ და ვხედავ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა სამშობლოს გამოვადგე.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.139682