ფეხბურთი

17:49 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ესპანელი სპორტსმენი გახდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასი ორგანიზაცია Repucom’s Celebrity DBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ესპანელ სპორტსმენად აღიარეს.

აღნიშნულ ნომინაციაში "ფურია როხას" კაპიტანთან ერთად "ბარსელონას" სამი ფეხბურთელი ხერარდ პიკე, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, "მილანის" თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი და "რეალის" მცველი სერხიო რამოსი მოხვდნენ. აღნიშნული ტიტულისთვის აგრეთვე ნომინირებულნი იყვნენ კალათბურთელები პაუ გასოლი და რიკი რუბიო, ფორმულა ერთის პილოტი ფერნანდო ალონსო და ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი.

0.117666