კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლაშა დვალმა ათენის „პანათინაიკოსს“ გაუტანა.
სოფიის ცსკა 1948 ბერძნულ გუნდთან შინ 1:2 დამარცხდა, დამატებით დროში და ასპარეზობას გამოეთიშა. პირველი თამაში ათენში 1:1 დასრულდა, ხოლო სოფიაში მასპინძლები 87-ე წუთამდე აგებდნენ. შემდეგ დვალმა გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც სტუმრებმა მეორე გაიტანეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ლაშა დვალისთვის ეს სეზონში პირველი გოლია. ცსკა 1948-მ კი ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.







