სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „სპარტაკ ტრნავამ“ „ბანსკა ბისტრიცა“ 3:0 დაამარცხა, ლუკა ხორხელმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 39-ე წუთზე გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახადა. ლუკასთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი გოლია.
„სპარტაკ ტრნავა“ მომდევნო ტურში 14 აგვისტოს „მიხალოვცეს“ უმასპინძლებს.







