ბუდუ ზივზივაძემ ახალი სეზონი გოლით დაიწყო. გერმანიის II ბუნდესლიგის პირველ ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ „ოსნაბრუკი“ 4:3 დაამარცხა, ქართველა ფორვარდმა კი გაიტანა.
ბუდუმ მეტოქის კარი მე-10 წუთზე დალაშქრა, რითაც ანგარიში გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ ბუდუმ მეორეც გაიტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი არ ჩაითვალა. ის მოედანზე 88-ე წუთამდე იყო.
„ჰაიდენჰაიმი“ გერმანიის II ბუნდესლიგის მეორე ტურში 15 აგვისტოს, „ჰერტას“ ესტუმრება.
დღესვე, გიორგი ქვილითაიას „ჰოლშტაინ კილი“ სტუმრად „დარმშტადტს“ დაუზავდა (2:2), მაგრამ ქართველ ფორვარდს არ უთამაშია, განაცხადშიც არ იყო.





