სხვა

19:18 | 7.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

იოანე ხვარეშიამ ევროპის ჩემპიონატზე ოქრო მოიპოვა, ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა კი - ბრინჯაო

პოლონურ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში მეოთხე საშეჯიბრო დღეც წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის.

10 მეტრზე პნევმატური პისტოლეთით სროლის სოლო ტურნირში ჩემპიონის ტიტული იოანე ხვარეშიამ მოიპოვა - მან ფინალში უკრაინელი მაქსიმ კამინსკი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხვარეშიამ ორი დღით ადრე ჩემპიონობა პირად პირველობაშიც იზეიმა.

დღესვე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა: მრგვალ სტენდზე, შერეულ წყვილთა ასპარეზობაში, ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩეხური წყვილი 6:0 დაამარცხეს.

ცნობისთვის, ბოიარშინოვამ ერთი დღით ადრე მრგვალ სტენდზე სროლის ინდივიდუალურ ფინალში ოქროს მედალი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169169