ფეხბურთი

13:49 | 4.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„აიაქსმა“ „ბარსელონას“ ყოფილი მეკარის, ტერ შტეგენის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

„აიაქსის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა „ბარსელონას“ ყოფილი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრანსფერის შესახებ. მეკარე ნიდერლანდურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. 2025/26 წლების სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „ჟირონაში“ გაატარა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„აიაქსი“ გასულ სეზონში ერედივიზიონში მეხუთე ადგილზე გავიდა. გუნდმა ქვეყნის თასზე მერვედფინალამდე მიაღწია, მაგრამ უეფას ჩემპიონთა ლიგის ეტაპს ვერ გასცდა. „აიაქსი“ ამ სეზონში კონფერენს ლიგაში ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.154853