ფეხბურთი

14:55 | 3.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბენჟამენ მენდიმ მსოფლიო ჩემპიონატის თასის ოფიციალური რეპლიკა აუქციონზე გაყიდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ბენჟამენ მენდიმ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თასის ოფიციალური რეპლიკა აუქციონზე 54 000 ევროდ გაყიდა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში მის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას უპასუხა: "მაგრამ ეს ჩემი თასია თუ თქვენი? სხვათა შორის, ეს ჩემი თასია და რასაც მინდა, იმას ვიზამ. თანაც, კარადაში ძალიან ბევრ ადგილს იკავებდა", - დაწერა მენდიმ.

ცნობისთვის, ბენჟამინ მენდიმ მსოფლიოს 2018 წლის მუნდიალზე მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, სადაც საფრანგეთის ნაკრები დანიას დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა, ხოლო მენდი მოედანზე 50-ე წუთზე შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163807