ფიფა, რომელიც სკანდალშია გახვეული, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას ჩქარობს.
როგორც ჟურნალისტი მარტინ ციგლერი იტყობინება, 14 აგვისტომდე ფიფა დაამტკიცებს 64-გუნდიან ფორმატს.
ცნობილია, რომ ფიფა მუნდიალის მიყიდვას კერძო ინვესტორებზე აპირებს, რის გამოც, მას ღია ომი გამოუცხადა უეფამ და თუ ფიფა უკან არ დაიხევს, უეფას წვერი ქვეყნები მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე უარს იტყვიან.
„ეს წარმოუდგენელია. ფიფამ გუშინ გამოაქვეყნა ინსტურქცია მსოფლიოს ჩემპიონატის 64 გუნდამდე შესაძლო გაფართოების შესახებ. გადაწყვეტილება 14 აგვისტომდე იქნება მიღებული. საინტერესოა, ვინ ისარგებლებს ამით ყველაზე მეტად... შესაძლოა, კერძო ინვესტორები“, - წერს ციგლერი სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჯანი ინფანტინოს მთავარმა მრჩეველმა კარლოს კორდეირომ თანამდებობა დატოვა. მიზეზი სწორედ ზემოხსენებული სკანდალია. მან პოსტი პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან ინფანტინოს გეგმებს არ ეთანხმება.
ამასთან ერთად, მედია წერს, რომ უეფას შემდეგ აზიაც მზადაა ფიფას ბოიკოტი გამოუცხადოს და ამავე ნაბიჯის გადადგმას კონკაკაფის ზონაც აპირებს.
თუმცა, ფიფა და ინფანტინო ისევ დუმან, როგორც ჩანს, ისინი უკან დახევას არ აპირებენ და დიდი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, მსოფლიოს ჩემპიონატს კერძო ინვესტორებზე გაყიდიან...







