ფეხბურთი

13:54 | 28.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია

როგორც მოსალოდნელი იყო: ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ამჯერად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

„ეს ოცნების ახდენაა. 4-5 წლის განმავლობაში შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების გამო უარი ვთქვი. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა ერთადერთია, რისი გაკეთებაც მინდოდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა გამარჯვებები გააგრძელოს", - აღნიშნა ზიზუმ პრესკონფერენციაზე.

ზიდანმა დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც „მამლებს“ 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პოსტი დატოვა.

ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას 5-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. მას მხოლოდ მადრიდის „რეალში“ აქვს ნამუშევარი, რომელიც 2021 წელს დატოვა. თუმცა, „სამეფო კლუბში“ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში 1994-2006 წლებში 108 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161648