ფეხბურთი

20:54 | 18.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც ინგლისს არგენტინის წინააღმდეგ დაეხმარებოდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა გააკრიტიკა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი თომას ტუხელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინის წინააღმდეგ (1:2) შემადგენლობის შერჩევის გამო.

„მან გამოიყენა მოთამაშეები, რომლებიც ვითარებას რეალურად არ აკონტროლებდნენ. ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთის კონტროლი შეეძლოთ, მოედანზე არ იყვნენ. მაგალითად, კობი მეინუმ ეს ბრწყინვალედ გააკეთა „მანჩესტერ იუნაიტედში“, - თქვა სქოულზმა The Good, The Bad & The Football პოდკასტში.

მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისი საფრანგეთს დაუპირისპირდება. თამაში 19 ივლისს, მაიამიში, „ჰარდ როკის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით ღამის 01 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171453