ლონდონის „ფულჰემის“ მთავარ მწვრთნელად ალვარო არბელოა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ალვარომ მარკო სილვა შეცვალა, რომელიც „ბენფიკაში“ გადავიდა. საინტერესო ამბავია ის, რომ სილვა „ფულჰემიდან“ „ბენფიკაში“ წავიდა, „ბენფიკადან“ „რეალში“ ჟოზე მოურინიო, ხოლო „რეალიდან“ „ფულჰემში“ - არბელოა.
ალვარო არბელოა „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობდა, სანამ მთავარ გუნდს იანვარში ჩაიბარებდა, საიდანაც სეზონის ბოლოს დაითხოვეს. მას ინგლისში „ლივერპულის“ და „ვესტ ჰემის“ რიგებში აქვს ნათამაშები და პრემიერლიგას იცნობს.





