შვეიცარია ბოლო მეოთხედფინალისტია. მურატ იაკინის გუნდმა მერვედფინალში კოლუმბია დაძაბულ ბრძოლაში, პენალტების სერიის შედეგად დაამარცხა.
90 წუთი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, გუნდებს ეტყობოდათ, რომ შეცდომის ფასი დიდი იყო და პრაქტიკულად არავინ რისკავდა. ამიტომაც, ლოგიკური იყო ტაბლოზე დაფიქსირებული ნულები.
შედარებით უკეთესი თამაში გაჩაღდა დამატებით დროში, რაც არ უნდა პარადოქსი იყოს. ორივე გუნდს შეექმნა მომენტები, უფრო ახლოს მაინც კოლუმბია იყო გოლთან, ერთხელ შვეიცარია ხარიხამ იხსნა. თუმცა, გოლი არ გასულა - ფრე 0:0.
შედეგად, ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც შვეიცარია უფრო ზუსტი იყო - 4:3. ევროპელთაგან მხოლოდ მანუელ აკანჯის პენალტი იყო არაზუსტი, ხოლო კოლუმბიელებმა ორჯერ ვერ გაიტანეს - დევინსონ სანჩესმა და კუჩო ერნანდესმა.
ამრიგად, შვეიცარიის ნაკრები 1954 წლის შემდეგ პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშებს.
მეოთხედფინალური ეტაპი ასე დაკომპლექტდა:
საფრანგეთი - მაროკო
ესპანეთი - ბელგია
ნორვეგია - ინგლისი
არგენტინა - შვეიცარია







