ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ვინისიუს უმცროსმა გულშემატკივრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ეროვნული ნაკრების გამოვარდნის შემდეგ მიმართა. ბრაზილია მერვედფინალში ნორვეგიასთან დამარცხდა (1:2).
„მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის მიღება რთულია. სიტყვების პოვნა მიჭირს, რადგან ასეთ მნიშვნელოვან მატჩში ჩემი საუკეთესო შედეგი ვერ ვაჩვენე. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩვენი სჯეროდათ. ბრაზილიის ნაკრები წინ წავა, ჩვენ არ დავნებდებით. ბრაზილიის მწვერვალზე დასაბრუნებლად დიდი შრომა მოგვიწევს“, - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს Globo.







