ფეხბურთი

22:48 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "უმაღლეს დონეზე თამაში ყოველთვის გინდა და მიხარია, რომ ბუნდესლიგაში გადავედი"

„კიოლნში“ ტრანსფერის შემდეგ ლუკა ლოჩოშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ბედნიერია, რომ კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგა და ბუნდესლიგაში ითამაშებს.

"როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის გინდა უმაღლეს დონეზე თამაში. სწორედ ამიტომ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ძალიან დადებითი იყო და მოახერხეს ჩემი დარწმუნება. მოუთმენლად ველი თამაშს კლუბში, რომელსაც ასეთი მდიდარი ტრადიციები აქვს და ფანტასტიკური გულშემატკივრები ჰყავს", - აღნიშნა ლუკამ.

ლოჩოშვილმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „თხებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილი გახდა, ლუკას სანაცვლოდ „კიოლნმა“ „ნიურნბერგს“ 4 მილიონი ევრო გადაუხადა. ამრიგად, მომდევნო სეზონში ის ტოპლიგაში ითამაშებს, რისი გამოცდილებაც აქვს - „კრემონეზეს“ მაისურით სერია A-ში ითამაშა.

ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.

„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15883