ფეხბურთი

22:13 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა ლოჩოშვილი "კიოლნის" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „კიოლნში“ გაარძელებს. ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.

ლოჩოშვილმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „თხებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილი გახდა, ლუკას სანაცვლოდ „კიოლნმა“ „ნიურნბერგს“ 4 მილიონი ევრო გადაუხადა. ამრიგად, მომდევნო სეზონში ის ტოპლიგაში ითამაშებს, რისი გამოცდილებაც აქვს - „კრემონეზეს“ მაისურით სერია A-ში ითამაშა.

ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.

„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167283