კალათბურთი

0:29 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების განაცხადი უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან მატჩისთვის განაცხადი დაასახელა:

თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, მარკის რიდი, გიორგი ოჩხიკიძე, რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე მერკვილაძე და ალექსანდრე ფევაძე.

ლატვიაში მყოფი კალათბურთელებიდან 12-კაციან განაცხადს მიღმა სანდრო სანაძე, გიორგი კობახიძე და ვილი ისიანი დარჩნენ.

მოგეხსენებათ, გუნდს სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება, რომელიც დღეს, ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კალათბურთელი გახდა.

საქართველოს ნაკრებს ოთხი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგებისა და წაგების ბალანსი აქვს, ხოლო უკრაინას რიგაში, 2 ივლისს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164165