ესპანეთის ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა 2026-27 წლების სეზონის დაწყების დრო და კალენდარი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ლა ლიგის პირველივე ტურში, რომელიც 16 აგვისტოს ჩატარდება, ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო მატჩი გაიმართება, სადაც გიორგი გულიაშვილის "რასინგ სანტანდერი" საკუთარ მოედანზე გიორგი მიქაუტაძის "ვილიარეალს" უმასპინძლებს.
პირველ ტურში კატალონიის "ბარსელონა" "ბილბაოს" უმასპინძლებს, მადრიდის "რეალი" კი "რეალ სოსიედადს" მიიღებს. ცნობილია ასევე საფეხბურთო სამყაროში ყველაზე გამორჩეული დერბის "ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღი. "ბარსელონასა" და "რეალის" პირველი მატჩი "კამპ ნოუზე" 25 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო მეორე მატჩი 9 მაისს არის ჩანიშნული.
ლა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის სრული კალენდარის ხილვა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.





