კალათბურთი

19:00 | 29.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი კალათბურთელების კომენტარები ლატვიასთან მატჩის შემდეგ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, გიორგი ოჩხიკიძემ და მარკის რიდმა ლატვიასთან გამარჯვების (87:77) შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

მანუჩარ მარკოიშვილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო. რა თქმა უნდა, მოგება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია, რომ შედარებით კარგად ვითამაშეთ, დაცვაშიც, თავდასხმაშიც. შეცდომები გვქონდა, რაზეც ვიმუშავებთ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ყო მობილიზება, კონცენტრაცია. შევძელით თამაშის შემობრუნებაც, არ ჩავვარდით პანიკაში და დაცვიდან კარგი თამაშით მოვიგეთ. ახლა კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ შეცდომების გამოსწორებაზე და ვემზადებით უკრაინასთან მატჩისთვის“.

გიორგი ოჩხიკიძე: „საკმაოდ საინტერესო თამაში გამოვიდა. საწყის წუთებში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეთ, მაგრამ შემდეგ ლატვია თამაშში დაბრუნდა, რასაც დავახვედრეთ სწორი ენერგია და რაც მწვრთნელმაც დაგვავალა, ყველაფერი შევასრულეთ. ვეცდებით, უკრაინასთან მატჩისთვის მაქსიმალურად ვემზადებით. შენგელიაც შემოგვიერთდება და ველოდებით დიდ ბრძოლას. მიზანია, რომ მოვიგოთ, ანგარიშს მნიშვნელობას არ აქვს“.

მარკის რიდი: „ლატვიასთან მოვიგეთ, კარგი დღე იყო. ჩვენთვის კარგი ტესტი იყო უკრაინასა და ესპანეთან თამაშებამდე. ასე უნდა გავაგრძელოთ, გუნდურად უნდა ვითამაშოთ, რომ მოვიგოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 ივლისს, უკრაინას შეხვდება, ხოლო 5 ივლისს, ესპანეთს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168941