ფეხბურთი

1:10 | 26.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ შიკმა სანაკრებო კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა

ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა პატრიკ შიკმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა.

30 წლის ფეხბურთელმა ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს შემდეგ მიიღო, ჩეხეთი ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.

„დღეს ნაკრებში ჩემი თავი დიახურა. ეს არ არის იმპულსური გადაწყვეტილება, არც ერთ დღეში მიღებული. ემოციებით, სიხარულით, იმედგაცრუებით, გამარჯვებებით და რთული მომენტებით გზა იყო. ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა ჩემი ქვეყნისთვის. ვამაყობ, რომ ნაკრებში ვთამაშობდი, მაგრამ ჩეხური ფეხბურთი უნდა შეიცვალოს“, - თქვა 30 წლის ფეხბურთელმა.

პატრიკ შიკმა 2016 წლიდან ჩეხეთის ნაკრებში 56 მატჩში 26 გოლი გაიტანა, მათ შორის ერთი, ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162677