UFC-ის ისტორიული და გამორჩეული საბრძოლო კვირეული დაიწყო და სიტუაციაც უფრო და უფრო იძაბება, ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი ESPN MMA-ს გადაცემის სტუმრები იყვნენ, სადაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გთავაზობთ ილიასა და ჯასტინ გეიჯის დიალოგს:
ჯასტინ გეიჯი - "მგონია, რომ არაა აუცილებელი, პირად დაპირისპირებაში გადავიყვანოთ ეს ყველაფერი, რათა დამატებითი მოტივაცია მივიღოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას ვეცდებით და ვფიქრობ, ეს უკვე საკმაოდ პირადულია. მაგრამ ეს ჩვენი სამუშაოა. მის პირადზე არასდროს არაფერი მითქვამს. მაგრამ ბრძოლის კვირეული, ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ, ძალიან ემოციურები ვართ და ამიტომ ყველაფერს პირადად ვიღებთ",
ილია თოფურია - "არ ინერვიულო, შენგან პირადულად არაფერს მივიღებ, ამაზე ნუ ღელავ. და სწორედ ამაშია ჩემსა და შენს შორის განსხვავება: შენ ჩემთვის ზიანის მიყენებას ეცდები, მე კი რეალურად გატკენ. ეს არის განსხვავება ჩემსა და შენს შორის. შენ რაღაცის გაკეთებას შეეცდები და მე გავაკეთებ. ჯასტინს, როგორც მეტოქეს, პატივს ვცემ. ვფიქრობ, რომ მან ამ სპორტისთვის ბევრი რამ გაკეთა, მაგრამ ჩემსა და მას შორის დიდი სხვაობაა. როგორც თავად თქვა, ის რაღაცის გაკეთებას შეეცდება, მე კი გავაკეთებ და შედეგს დავდებ. არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, უბრალოდ გავაკეთებ",
ჯასტინ გეიჯი - „ის ნარცისია და სჯერა ყველაფრის, რასაც ამბობს... ჰგონია, რომ ღმერთია. მაგრამ ადამიანია. როგორც კი მის ნიკაპს მოვარტყამ, დაიძინებს. შემიძლია ვიჯდე და მასსავით ვიწინასწარმეტყველო, რომ მას მეორე რაუნდის მეორე წუთზე დავამარცხებ, მაგრამ სპორტში ასე არ ხდება. ოქტაგონში ზედმეტად ბევრჯერ ვარ ნამყოფი იმისთვის, რომ იქ რაიმე მოლოდინით მივიდე.
ჩემი მოლოდინი ისაა, რომ მსოფლიო დონის მებრძოლს ვებრძვი. მისი ბოლო სამი ფინიში აბსოლუტური სანახაობა იყო. წინ დიდი გამოწვევა მაქვს. რა თქმა უნდა, დანარჩენმა სამყარომ ჩამომწერა და როგორც ხშირად ხდება ამ ბრძოლაშიც აუტსაიდერი ვარ. მიყვარს ზეწოლა, მიყვარს ასეთი სიტუაციები. მიყვარს, რომ ილია ფიქრობს დამამარცხებს, რადგან როდესაც ბრძოლა მეორე და მესამე რაუნდში გადავა, იმაზე ფიქრს დაიწყებს, რომ ამდენი სისულელე ილაპარაკა",
ილია თოფურია - „მეორე ან მესამე რაუნდი საერთოდ არ იქნება. პირველივე რაუნდში გაგთიშავ. მე რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. მსოფლიო ტიტული სამჯერ მოვიგე. ახლა ამ ეკრანზე მე ვარ მეფე, ასე რომ მოკეტე და გაეთრიე“,
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება ჩვენი დროით 15 ივნისს გამთენიისას გაიმართება და ის თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.







