სხვა

10:13 | 10.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ჩოხელი: "ერთი წლის ლოდინის, შრომისა და მუდმივი მზადყოფნის შემდეგ — ეს მომენტი დადგა"

MMA-ს ქართველი მებრძოლი ლევან ჩოხელი UFC-ში იბრძოლებს. ინფორმაცია ოფიციალურად თავად მებრძოლმა დაადასტურა და სოციალურ ქსელში მიმართვაც გაავრცელა.

"ერთი წლის ლოდინის, შრომისა და მუდმივი მზადყოფნის შემდეგ — ეს მომენტი დადგა. ჩემი გზა UFC-ში 20 ივნისს, ლას ვეგასში, UFC Apex-ში იწყება.

მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა, გვერდში მედგა, მეხმარებოდა, ჩემთან ერთად ვარჯიშობდა და ამ მომენტს ჩემთან ერთად ელოდა. ეს მხოლოდ დასაწყისია," - დაწერა ჩოხელმა სოციალურ ქსელში.

სადებიუტო ბრძოლაში ჩოხელის მეტოქე ასევე დებიუტანტი ლეონ შაჰბაზიანი იქნება და ბრძოლა 21 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ლევან ჩოხელი ქვესაშუალო წონაში ასპარეზობს, მას კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული საიდანაც 14-ში იმარჯვა, ხოლო 3-ში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169521