საქართველოს 17-წლამდე ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში დამარცხდა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. საქართველო 38-ე წუთზე თორნიკე კვარაცხელიას გოლით დაწინაურდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.
თუმცა, მეორე ნახევარში თამაშის სცენარი შეიცვალა: რუმინეთმა მეტოქეს აჯობა. ლივიუ არჯეშანუმ გაათანაბრა, რასაც პატრიკ ბუდესკუს გოლი მოჰყვა, მატჩის მიწურულს კი მასპინძლებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს, ამჯერად თავი მატეი პადურემ გამოიჩინა. რუმინეთმა 3:1 მოიგო.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ივნისის შეკრება ორი მარცხით დაასრულა, რადგან რუმინეთამდე, თურქეთის 17-წლამდე ნაკრებთანაც დამარცხდა (1:2), გოლი იმ მატჩშიც თორნიკე კვარაცხელიამ გაიტანა.
ჩიტაურის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, როდესაც ნოემბერში ავსტრიასა და ყაზახეთს უმასპინძლებს.
რუმინეთი - საქართველო 3:1 (0:1)
საქართველო: მოლერი, კობზონაძე, თომაევი (ი. კვარაცხელია 58), ჩიქოვანი, უღრელიძე (ნებიერიძე 81), ფოცხვერია, კაკულია (სახვაძე 58), ქურასბედიანი (კოჭუაშვილი 69), მაჭარაშვილი (ოჩიგავა 69), თ. კვარაცხელია (დუმბაძე 81), ჭიკაიძე (გოგუა 69)
გოლები: 0:1 კვარაცხელია (38), 1:1 არჯეშანუ (48), 2:1 ბუდესკუ (68), 3:1 პადურე (87)





