სარეკლამო ადგილი - 96
კოდი <head>-ში
X x X
სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:25 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

უეფას ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა სეზონი შეაჯამა და ქართველი საუკეთესოდ აღიარა, რაც სრულიად დამსახურებულია.

„ქართველმა გარემარბმა უდიდესი როლი ითამაშა პარიზელთა მიერ ზედიზედ მეორე ტიტულის მოგებაში, მან 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა მთელი ტურნირის განმავლობაში, როდესაც მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

მან გადამწყვეტი როლი ითამაშა „არსენალის“ წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გამარჯვებაშიც, როდესაც კრისტიან მოსკერამ წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც უსმან დემბელემ გაიტანა, რითაც ლუის ენრიკეს გუნდმა ანგარიში 1:1 გახადა.

შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას საუკეთესო თამაში „ბაიერნთან“ დაუვიწყარ ნახევარფინალურ პირველ მატჩში, 5:4 მოგებულ შეხვედრაში იყო, როდესაც მან ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა, ხოლო მეორე ტაიმში ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა“, - წერია უეფას საიტზე.

უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებად წინა წლებში უსმან დემბელე (2024-2025 წლების სეზონი), ვინისიუსი (2023-2024), როდრი (2022-2023) და კარიმ ბენზემა (2021-2022) დაასახელა.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მადრიდის "რეალის" თურქი ნახევარმცველი არდა გიულერი დაასახელეს. კვარა, რა თქმა უნდა, სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული სეზონი ჩაატარა, კარიერაში საუკეთესო: 16 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე პასი. მან პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება მიითვალა (გოლი ან პასი), რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ფინალშიც, საკვანძო პენალტი მან გამოიმუშავა. ყველა ტურნირზე 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით 47 მატჩში, 19 გოლი და 10 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მან პსჟ-ში მეორე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 40
გახსნილი მასალის შემდეგ video
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.16421
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X