სხვა

16:44 | 26.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბეისბოლში ჩემპიონის ტიტული „აკადემიამ“ მოიპოვა

23-24 მაისს, ემზარ სალუქვაძის სახელობის სპორტულ არენაზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბეისბოლში, ახალგაზრდებს შორის. ფინალურ შეხვედრაში ,,ბეისბოლის აკადემიამ” შარშანდელი ჩემპიონი ,,თბილისის მგლები” 19:11 დაამარცხა და სპეციალურად დაწესებული თასი მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს ასევე გადაეცა 3000 ლარიანი ვაუჩერი. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ 16 წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი 4 გუნდი: ,,ბეისბოლის აკადემია”, ,,თბილისის მგლები”, „თბილისის ზღვა“ და „ბაქსვუდი“.

ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვახტანგ ნორაკიძის განცხადებით, წლიდან წლამდე იზრდება, როგორც ჩემპიონატის ორგანიზების ხარისხი, ისე გუნდების მომზადების დონე, რაც თამაშს თანდათან სანახაობრივს ხდის. „ფედერაციის მიზანია, მომდევნო ჩემპიონატებში უფრო მეტი გუნდი ჩაერთოს და სპორტის ეს სახეობა საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს“. ჩემპიონატი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160079