საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი საბა გოგლიჩიძემ ინგლისური "უოტფორდი" ოფიციალურად დატოვა და "უდინეზეში" ბრუნდება.
ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და "უოტფორდს" და გულშემატკივარს დაემშვიდობა.
"სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ნახევარი წელი. ვაფასებ მთლიანად კლუბს, ფეხბურთელებს, სამწვრთნელ შტაბს, ქალაქს და გამორჩეულ გულშემატკივარს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - დაწერა გოგლიჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე იანვარში იჯარის წესით "უდინეზედან" "უოტფორდში" გადავიდა, სადაც სულ 12 შეხვედრა ჩაატარა.





