ფეხბურთი

17:40 | 24.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიას" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონ „იბერიას“ სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

„იბერია“ განუთესავია, შესაბამისად, მისი მეტოქე განთესილი იქნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ განუთესავებს შორის უფრო ძლიერი ჩემპიონატის ჩემპიონები არიან. საქმე ისაა, რომ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, ბულგარეთში, აზერბაიჯანში, უნრეთში ისეთმა გუნდებმა მოიგეს ლიგები, რომლებსაც ევროთასებზე საკმარისი კოეფიციენტი არ აქვთ და განთესილთა შორის ვერ მოხვდნენ. ასეთები არიან „საბაჰი“, „ლევსკი“, „დიორი“ - ისინი „იბერიას“ პოტენციური მეტოქეები არ არიან.

სამაგიეროდ, „იბერიას“ მეტოქე პირველ წრეში ამ გუნდებიდან ერთ-ერთი იქნება:

„შემროკ როვერსი“ (ირლანდია), „კუპსი“ (ფინეთი), „დრიტა“ (კოსოვო), „ლინკოლნი“ (გიბრალტარი), „ბორაც ბანია ლუკა“ (ბოსნია), „ვიკინგური“ (ისლანდია), „კაირატი“ (ყაზახეთი), „კრაიოვა“ (რუმინეთი), „რიგა“ (ლატვია), „კლაკსვიკი“ (ფარერები), „ფლორა“ (ესტონეთი), „ლარნე“ (ჩრდ. ირლანდია), „პეტროკუბი“ (მოლდოვა), „ნიუ საინტსი“ (უელსი)

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს გაიმართება, ხოლო მატჩები 7-8 და 14-15 ივლისს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162195