ლისაბონის „სპორტინგის“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი მზადაა „ლევანტეში“ დაბრუნდეს, მაგრამ თავისი პირობებიც აქვს.
Leonino-ს ცნობით, გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ გადასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ესპანური კლუბი ლა ლიგაში დარჩენას მოახერხებს. ქართველი ნახევარმცველის ყოფილი კლუბი ფეხბურთელის დაბრუნების შესაძლებლობას უშვებს, თუმცა მას ძალიან მკაფიო პრიორიტეტები აქვს.
ამ ეტაპზე, „ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგაში 33 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ოთხი თამაში სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დარჩენილია, ვალენსიურ კლუბსაც გადარჩენის შანსი აქვს.
„სპორტინგი“ სრულად ღიაა ქოჩორაშვილის პოტენციური მსურველების მოსასმენად მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის დროს. თუმცა, „სპორტინგის“ მიზანია, ინვესტიციის სრულად ამოღება (5.5 მილიონ ევროდ შეიძინა).
მანამდე, პორტუგალიური მედია წერდა, რომ ქოჩორაშვილით სამი ესპანური კლუბი იჩენდა ინტერესს, ერთი ლა ლიგის და ორი ლა ლიგა 2-ის.
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით დღემდე ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მისი სათამაშო დრო ძალიან შეზღუდულია - ან საერთოდ არ უწევს მოედანზე გასვლა, ან მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე.
ქოჩორაშვილი "სპორტინგს" გასულ ზაფხულს "ლევანტედან" 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.





